„არ ვიცი“-ს აღიარების ძალა

რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ იცის?! რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, იმის აღიარებას რომ რაღაცის შესახებ ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას?!

ტენელე პორტერის მიხედვით, რომლის სტატიაც 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი  გახდა, ეძღვნება კვლევის შედეგებს და ასათაურებს მას, როგორც: „არ ვიცი-ს თქმის უპირატესობები“.

კვლევის მიხედვით, სტუდენტები რომლებიც ინტელექტუალურად უფრო თავმდაბლები არიან და აღიარებენ,  უფრო მეტად ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთ შედეგი, აქვთ უფრო მაღალი მიმღებლობა და გაგება. სასწავლო წელს კი ასრულებენ უფრო მაღალი შეფასებით და სალექციო კურსში უფრო მაღალი ჩართულობით.

ტენელე პორტერის დასკვნით ინტელექტუალურად თავმდაბალი ადამიანი სწავლაში უფრო მეტს აღწევს და ამტკიცებს, რომ თავმდაბლობის ზრდა განათლებაში, მრავალი სარგებლის მომტანია. მისი ჰიპოთეზა შემდეგია, რომ ინტელექტუალურად თავდაბალი ადამიანი აძლიერებს სწავლის უნარს, ზრდის აზროვნების შესაძლებლობებს. ცოდნის რწმენა – ხშირად ეს არის ახალი ინფორმაციისადმი მიუღებლობის, დაზვერვის, დაცვის გალავანი, რაც ხელს უშლის სიახლეების მიღებას. ფიქსირებული აზროვნება, ფიქსირებული ცოდნა, რომ ჩვენ უკვე ვიცით ასუსტებს ჩვენს შესაძლებლობებს – წერს ის თავის სტატიაში.

ადამიანი, როდესაც ზრდის თავის მოტივს, იმის აღიარებით რომ არ იცის, მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ თავის ინტელექტი. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გახდნენ უფრო ჭკვიანები და თავმდაბლობა ცოდნაში, სწორედ ერთ – ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია.

დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია გავხდეთ უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავით თუ ვაღიარებთ რომ „მე არ ვეთანხმები დღეს ჩემს თავს, მე შეიძლება არ ვიცოდე ეს საკითხი“.

ემპირიული კვლევების თანახმად, ინტელექტუალურმა თავმდაბლობამ შეიძლება გაზარდოს სწავლის ხარისხი და აღმოფხვრას უამრავი ხარვეზი. ჩვენ ყველანი,  შეიძლება ცოტა უკეთესები გავხდეთ იმის აღიარებით, რომ ვისწავლოთ ვთქვათ “მე არ ვეთანხმები ჩემს თავს” ყოველ ჯერზე, „მე არ ვიცი“ ანუ მზად ვარ ვისწავლო, განვვითარდე და გავაუმჯობესო არსებული ცოდნა.

„მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი“ – სოკრატე.

ძირითადი წყარო: https://behavioralscientist.org/the-benefits-of-admitting-when-you-dont-know/

სიახლეები