გაიცანით მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, რომლებიც ღირებულ რესურსებს გვიზიარებენ

ტრენერთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგებისა და განვითარების ინდუსტრიაში სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რომლებიც შექმნილი საგანგებო ვითარების გამო შემდეგი ერთი თვე
ღირებულ რესურსებს გვიზიარებენ უსასყიდლოდ:

1. ტრენერთა ასოციაცია 27 მარტიდან იწყებს გადაცემებს Live-ფორმატში “GO LIVE”, რომელშიც მოწვეული იქნებიან ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ტრენერები, სპიკერები, ექსპერტები, ტრენინგებისა და განვითარების დარგში მომუშავე პროფესიონალები. მსმენელს საშუალება ექნება დაუსვას კითხვა ტრენერს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე Live ფორმატში, იხილეთ მეტი აქ: ბმული; ყველა ტრენინგი და ტრენერი ერთ სივრცეში კი იხილეთ აქ: ბმული

2. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა – იწყებს კამპანიას „ჩვენ ვზრუნავთ – We Care”, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობის წევრები თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს და ვებინარების სერიებს სთავაზობენ. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

3. IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრმა ონლაინ მხარდაჭერის პროგრამა „ერთმანეთისთვის“ ფარგლებში დაიწყო ონლაინ ლექციები, მასტერკლასები, ჯგუფური მუშაობა და ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება ანაზღაურების გარეშე. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

4. Coaching Lab – იწყებს ყოველკვირეულ ვებინარების სერიას თემებზე: ემოციური მდგრადობა სტრესის დროს, რესურსების ანალიზი, მუშაობა წინააღმდეგობებთან, კარიერული განვითარება ცვალებად გარემო პირობებში, ქოუჩინგი მშობლებისა და მოზარდებისთვის. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

5. კვლევისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანია „ეისითი“-მ პანდემიის პირობებში ყველაზე მოწყვლადი – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა სტრატეგიული საკონსულტაციო ვებ-პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE. პროექტის ფარგლებში „ეისითის“, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები თითოეულ კომპანიას უფასო 2 საათიან კონსულტაციას გაუწევენ მათი პროფილის შესაბამისად. კონსულტაციების მიღება ხელმისაწვდომი გახდება 2020 წლის 6 აპრილიდან, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

6. Growin – ქოუჩინგის კომპანია გროუინი, კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ქმნის უპრეცედენტო პლატფორმას I4U – მე შენთვის, ქოუჩებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს და პროფესიონალებს მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს ონლაინ და ონსაიტ ფორმატში. პლატფორმაზე დარეგისტრირებული პროფესიონალები თავად არეგულირებენ საკუთარი მომსახურების ფასს. იზოლაციის პირობებში ნებისმიერ მათგანს შეუძლია მათთვის სასურველი პერიოდით მომსახურება გაწიოს ანაზღაურების გარეშე. მომსახურების მიღება შესაძლებელი გახდება 2020 წლის აპრილის დასაწყისში, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

7. ბიზნეს აქსელერატორი Spark • სპარკი – იწყებს ექსპერტებთან ონლაინ კონსულტაციებს ბიზნესისთვის. ასევე, ონლაინ ტრენინგებსა და შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

8. Nexia TA Academy სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის „Move on Georgia”-ს ფარგლებში სთავაზობთ მსმენელს უფასო ვებინარებსა და კონსტულტაციებს სხვადასხვა თემაზე: საგადასახადო-საბუღალტრო, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, ფინანსები, ბრენდინგი, იურიუდიული მიმართულება, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

9. EBIT Group-ებიტ ჯგუფი – იწყებს უფასო ტრენინგებს და კონსალტინგს ფინანსების მიმართულებით, რომელიც გაგრძელდება აპრილის ბოლომდე, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

10. ბუღალტერთა კავშირმა – დაიწყო ბუღალტრებისთვის უფასო ტრენინგები და ლექციები, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

11. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ – აამოქმედა ცხელი ხაზის ნომრები, რომლებზეც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე: რა შეზღუდვები უწესდება კომპანიას საქმიანობის სფეროს შესაბამისად? შრომითი ურთიერთოებების საკითხები არსებულ კრიზისულ პერიოდში, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები და სხვა: 514 088 888; 579 555 551; მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

12. Headvice – საკონსულტაციო და ტრენინგების კომპანიამ დაიწყო უფასო ონლაინ ლექციები: სტრესის და დროის მართვა; მოტივაცია ქოუჩინგური ტექნოლოგიით; ტიპოლოგიის როლი ეფექტურ კომუნიკაციაში; ლიდერობა და ემოციური ინტელექტი; მონაცემთა ანალიზი და ციფრული ტრანსფორმაცია. რეგისტრაციისათვის მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

13. Savvy Consulting-მა დაიწყო ონლაინ ტრენინგები IFRS სტანდარტებში სრულიად უფასოდ აპრილის თვის ბოლომდე, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

14. ESB – ევროპის ბიზნეს სკოლისგან უფასო ონლაინ ტრენინგები. თემები: მარკეტინგისა და გაყიდვების ტოპ მენეჯმენტი,მარკეტინგული პროექტების მართვა, ლიდერობა, ფინანსები არაფინანსისტებისთვის, პიროვნული განვითარების მოდულები და სხვა. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

15. David Kenchadze გვთავაზობს 30 უფასო ონლაინ მასტერკლასს, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

16. Seikodo-მ დაიწყო უფასო კონსულტირება, ვებინარები და ონლაინ მასტერკლასები, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

17. წარმატების სკოლა იწყებს ვებინარების სერიას ბიზნესისთვის და ინდივიდებისთვის, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

18. Cyber-siqa სიქას გუნდმა შექმნა ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გასაზიარებლად. ეს არის ღია ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს კომპეტენციების განვითარებაში. სიქა ამ პლატფორმაზე აზიარებს საკუთარი, ქართველი და უცხოელი კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას სასწავლო მასალების, ბმულების, ჩართვების, ონლაინ ტრენინგების მეშვეობით. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

აგრეთვე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში:

19. lit.ge – 2000+ წიგნზე უფასო წვდომა ერთი თვე;
20. saba.com.ge – 6000 + წიგნზე უფასო წვდომა ერთი თვე;

ტრენერთა ასოციაცია მადლობას უხდის თავის პარტნიორებს, მეგობარ კომპანიებს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.

დამატებითი რესურსები:

21. www.Skills.Ge – გთავაზობთ გამოიყენოთ თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად და აითვისოთ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში: IT პროექტის მართვა SCRUM მიდგომით, ფრილანსინგი და სხვა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: shorturl.at/kowP2;

22. www.Webinars.ge სთავაზობს მსმენელს 10 უფასო კურსს შემდეგი მიმართულებებით: ლიტერატურით თვითშემეცნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, სწრაფად დამახსოვრების ტექნიკები და სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: shorturl.at/ijwy9;

23. Digital Marketing-ით დაინტერესებული პირებისთვის 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასო გახადა SEO კურსები. სარეგისტრაციოდ ეწვიეთ: https://moz.com/training. აღნიშნული შემოთავაზებით სარგებლობისთვის კი დაგჭირდებათ პრომო კოდი: wegotthis;

24. https://www.coursera.org/ – წამყვანი უნივერსიტეტების უამრავი უფასო კურსი (აქვთ ფასიანი კურსებიც);
25. https://courses.edx.org/ – ტოპ უნივერსიტეტების ონლაინ კურსები (დიდწილად უფასო და ფასიანი კურსებიც);
26. https://online-learning.harvard.edu/ – ჰარვარდის ონლაინ კურსები;

#Sharing #Is #Caring

სტატია მომზადებულია: 27 მარტს – ტრენერთა ასოციაციის მიერ

სიახლეები