ეთიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია

ტრენინგ ინდუსტრიის ეთიკური სტანდარტები წარმოადგენს პრაქტიკულ ხედვას, რომლის მთავარი იდეაც ადამიანები და მათზე ორიენტირებული ღირებულებებია.

ტრენერთა ასოციაცია გამოხატავს დარგობრივ წილ პასუხისმგებლობას ყველა ხელმომწერი პირის,  ტრენინგ პროცესებში ჩართული ყველა პირის: ახალგაზრდის, ზრდასრულის, კოლეგის, საგანმანათლებლო პარტნიორის, სხვა სფეროს პროფესიონალების, გარემოსა და  საზოგადოების მიმართ.

ეთიკური სტანდარტების მიზნები:

  • ხელმომწერი პირების იდეების ასახვა, ურთიერთპატივისცემა და პროფესიული ღირსების დაცვა.
  • არაფორმალური სწავლების სფეროში ეთიკური პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების იდენტიფიცირება.
  • არაფორმალურ განათლებაში, ტრენინგებში, სასწავლო პროცესებში ეთიკური გადაწყვეტილებების ინიცირება და წარმართვა.
  • ტრენინგებისა და განვითარების სფეროს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა.

ეთიკური  სტანდარტები:

მზრუნველობა:

მზრუნველობის  ეთიკური სტანდარტი  მოიცავს თანაგრძნობას, მიმღებლობას, სასწავლო პროცესებში ჩართული მონაწილეების ინტერესებისა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვას. ხელმომწერი პირები გრძნობენ ვალდებულებას, რომ  საკუთარი ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარონ ცოდნა, განუვითარონ კომპეტენციები  ემპათიური მიდგომების თანახმად.

პატივისცემა:

ეთიკური სტანდარტის შინაარსი დამყარებულია ნდობისა და სამართლინობის პრინციპებზე. ტრენერები მონაწილეები პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას, ემოციურ კეთილდღეობასა და განვითარებას. ყოველდღიურ პროფესიულ პრაქტიკაში  კი მონაწილეებს უზიარებენ, ეხმარებიან განვითარონ სულიერ და კულტურულ ფასეულობებს, სოციალურ სამართლიანობას, კონფიდენციალობის დაცვას, თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ნდობა:

ნდობის ეთიკური სტანდარტი გამოხატავს სამართლიანობას, ღიაობასა და პატიოსნებას.  მისი ხელმომწერი პირების ურთიერთკავშირი მონაწილეებთან, კოლეგებთან თუ საზოგადოებასთან  სწორედ ნდობას ემყარება.

მთლიანობა (ინტეგრაცია)

მთლიანობის პრინციპის ეთიკური სტანდარტები გულისხმობს გულწრფელობას, სანდოობასა და მორალურ ქმედებებს, რაც ხელმომწერ პირებს  დარგობრივი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების  კეთილსინდისიერად განხორციელებაში ეხმარება.

პრაქტიკის სტანდარტები ტრენინგ ინდუსტრიაში:

ტრენინგ ინდუსტრიის პრაქტიკის სტანდარტები ითვალისწინებს იმ პრინციპების ჩარჩოს რომელიც აღწერს საჭირო ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს.  ტრენერთა ასოციაცია ამ სტანდარტების მეშვეობით  გამოხატავს საერთო  ხედვას, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში მიღებული და ათვისებულია.

სწალებისათვის ეთიკური სტანდარტების მიზნები:

  • ჩამოაყალიბოს სწავლების საერთო ხედვა.
  • დაადგინოს სწავლების ფასეულობები, ცოდნა და უნარები.
  • წარმართოს ერთიანი გადაწყვეტილებები და ქმედებები.
  • ხელი შეუწყოს ერთიან გაგებას, რომლის თანახმადაც ცხადი იქნება თუ რას ნიშნავს არაფორმალური განათლების სფეროსა და ტრენინგ ინდუსტრიის წევრობა.

სწავლების  ეთიკური  სტანდარტები:

ტრენინგ მონაწილეები:

ტრენინგ ინდუსტრიაში მომუშავეები თანაბარი პატივისცემით ექცევიან თითოეულ მონაწილეს და  აცნობიერებენ ყველა იმ ფაქტორს, რაც  ტრენინგებსა და არაფორმულ განათლებაში ჩართულ მონაწილეებზე გავლენას ახდენს.

ტრენინგ ინდუსტრიაში ჩართული პირები ხელს უწყობენ არაფორმალურ განათლებაში ჩართული მონაწილეების განვითარებასა და მათი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებას.

ცოდნა:

ტრენინგ ინდუსტრიის წარმომადგენლები ცდილობენ აღიარება მოიპოვონ თავიანთი დარგობრივი და პრაქტიკული ცოდნით. ისინი აცნობიერებენ, რომ  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ტრენინგის მონაწილეებისა და არაფორმალური განათლების სფეროს განვითარებაში; ასევე დარგობრივი თეორიულ ცოდნის სისტემატიზაციის, ტრენინგ ინდუსტრიის, სასწავლო პროგრამების შემუშავების, ეთიკური საკითხების, დარგობრივი კვლევისა და მათთან დაკავშირებული საკითხების დაცვაში, მათ შორის საკანონდმებლო თვალსაზრისით.

ამავდროულად,  ხელმომწერი მხარეები პატივს სცემენ, ითვალისწინებენ და იცავენ, ერთამანეთის და მესამე პირების უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

ლიდერობის სწავლა საზოგადოებაში

არაფორმალური განათლების წარმომადგენლები ხელს უწყობენ და მონაწილეობენ  თანამშრომლობითი, უსაფრთხო, დამხმარე საერთო მეთოდებისა და რესურსების შექმნაში. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და ლიდერული ქმედებებით ცდილობენ, ხელი შეუწყონ ტრენინგ ინდუსტრიის მონაწილეების შემდგომ წარმატებას. წევრები ინარჩუნებენ და იცავენ ეთიკის პრინციპებს სწავლების პროცესში.

დარგობრივი პრაქტიკა

ხელმომწერები  მუდმივად იღებენ და ანახლებენ დარგობრივ ცოდნასა და გამოცდილებას არაფორმალური განათლების სფეროში ჩართული მონაწილეების განვითარების მხარდასაჭერად. ისინი იყენებენ შესაბამის გამოცდილებას, შეფასების ფორმებს, რესურსებსა და ტექნოლოგიებს, რომ საჭიროებისამებრ დაგეგმონ და  სწრაფი რეაგირება შეძლონ მონაწილეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ტრენინგ ინდუსტრიის წარმომადგენლები მუდმივად ხვეწავენ და აუმჯობესებენ სფეროში, დიალოგურ კავშირებს.

მიმდინარე დარგობრივი სწავლება

ხელმომწერები თანხმდებიან რომ დარგობრივ სწავლებაში მჭიდროდ ინტეგრირებულია პაქტიკული სწავლება.

დარგობრივი პრაქტიკა და თვით-სწავლება კი გამყარებულია   მუდმივი ცოდნის, გამოცდილების, კვლევისა და  ურთიერთთანამშრომლობის ზრდით.

ეთიკური და პრაქტიკის სტანდარტები არაფორმალური განათლებაში ჩართული წევრებისთვის, ტრენინგ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

       

შენიშვნები, უკუკავშირი გთხოვთ გამოგვიგზავნოთ 20 თებერვლამდე
Contact@Trainup.ge / Trainers.Geo@gmail.com

Uncategorized