მსოფლიოში „საუკეთესო მასწავლებელს“ ტესტებისა და “Quiz”-ების არ სჯერა

Nancie Atwell-ი პირველი მასწავლებელია, რომელმაც მიიღო პირველი გლობალური პრიზი „საუკეთესო მასწავლებლის“ – ნომინაციაში. მან შექმნა სწავლის და სწავლების ცენტრი და უძღვება, როგორც მოზარდთა სწავლებას, ასევე ატარებს მასწავლებლებისთვის ტრენინგებს სწავლების მიმართულებით.

Nancie ამბობს, რომ ის არასდროს იყენებს სწავლებისას ტესტირების მეთოდს, არამედ მისი მთავარი ფილოსოფიაა: „მიეცით ბავშვებს არჩევანი“.

“Anybody’s achievement is driven by interest,” ანუ „ნებისმიერი ადამიანის მიღწევას, მისი პირადი ინტერესი განაპირობებს.“ Atwell-სსჯერა, მოსწავლეებმა, რომ დრო დააბანდონ სწავლაში, მათ ამისთვის შესაბამისი მოტივი უნდა ამოძრავებდეთ.

მის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო ეხმარება მოსწავლეებს ერთმანეთს შორის ცოდნის გაზიარებაში, ერთმანეთისადმი მხარდაჭერაში. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად მუშაობენ სასწავლო პროექტებზე.

მე-8 კლასიდან მოსწავლეები, საგნობრივად უკვე იკვლევენ და აანალიზებენ საგნებს, არა მხოლოდ წიგნის წაკითხვით, არამედ თავადაც ატარებენ პატარა კვლევებს თემის გარშემო. შემდგომ კი თავის აღმოჩენას მთელ კლასს უზიარებენ.

„მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი“- ამბობს, რომ ის არ იყენებს არც ტესტებს, არც Quiz-ზებს, ამის ნაცვლად მასწავლებლები აფასებენ ყოველდღიურად მოსწავლეების ინდივიდუალურ პროგრესს და ასევე მოსწავლეებს აქვთ თავიანთი პორტფოლიო, სადაც დეტალურად აღწერენ თავის მიღწევებს, პროგრესს,  სამუშაოს წლის განმავლობაში.

Nancie-მ, როგორც განაცხადა: მან კონკურსში იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ მიეპყრო  ყურადღება, რომ მასწავლებლის საქმიანობა უამრავ ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. მოგებული ერთი მილიონი დოლარი კი მიუღძვნა სკოლას, სადაც ის ასწავლის და დააფუძნა ამ სკოლაში მოსწავლეებისთვის ახალი სტიპენდიები და პროექტები.

წყარო:  https://www.goodnewsnetwork.org/the-worlds-best-teacher-gives-kids-choices-instead-of-tests/

სიახლეები