მწვანე განათლება

1 ნოემბერს, მსოფლიო ეკოლოგიის დღეს აღნიშნავს, კაცობრიობისთვის იმის შესახსენებლად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების ურთიერთობას გარემოს მიმართ.

აღნიშნული დღე ეძღვნება ეკოლოგიის მიმართულებით საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ბუნებისთვის, უკეთესი ეკო მომავლისთვის.

საქართველოშიც 1 ნოემბერს, ტრენერთა ასოციაციის მიერ, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკო სამიტი ჩატარდება.

გაერთიანებული ერების მონაცემებით, ჩვენ უკვე 7 მილიარდზე მეტი ვართ, საიდანაც 1.9 მილიარდი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, 90 მილიონ ადამიანს არ აქვს უსაფრთხო წყლის საშუალება, სანიტარული დაბინძურების გამო.

ასეთი სტატისტიკით, მოსალოდნელია 2050 წლისთვის, რომ ჩვენ დავკარგავთ ბუნებრივი ეკოსისტემის 50%-ზე მეტს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მომავალს.

ეკოლოგია არ შეიძლება ასოცირდებოდეს მხოლოდ  ერთეულ ნაწილთან, არამედ ეკოლოგია აუცილებელია გახდეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს თითოეული ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ კალენდარში მხოლოდ 1 დღეა, რომელიც აღნიშნავს ეკოლოგიის ოფიციალურ დღეს, არ შეიძლება ეკოლოგია არ გვახსოვდეს წლის 364 დღის განმავლობაში.

რატომ? იმიტომ, რომ დღე არ გადის, როდესაც ადამიანები არ აზიანებენ პლანეტას. ჩვენ ყოველდღიური ზრუნვით შეგვიძლია მხოლოდ ეკოლოგიის სისტემის დაზიანების პრევენცია და უკეთესი მომავლის შექმნა.

კოსტა რიკაში უკვე არსებობს კამპანია „მწვანე“ – რომლის ფარგლებში საზოგადოება ინფორმირებულია ეკოლოგიის მიმართულებით და ხანგრძლივ ჭრილში კოსტა რიკა გახდა ლათინო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი.

საქართველოში ტრენერთა ასოციაცია, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ამ თემაზე გული შესტკივა, მზად არის გამოვიდეს ინიციატივით, სახელწოდებით #მწვანეგანათლება – სადაც შემოსული თანხით დაფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით ეკოლოგიის თემაზე სასწავლო სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და ეკო აქტივობები.

თითოეული თქვენგანის ჩართულობა გადამწყვეტია!

მხოლოდ ერთად შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

კამპანია დონაციისთვის  #მწვანე #განათლება 5 სექტემბერს დაიწყება და მას შეუძლია შეურთდეს ყველა, ვისთვისაც ეკოლოგია მნიშვნელოვანია.

 

სიახლეები