სტრესი და მისი დაძლევის გზები COVID-19-ის დროს

რჩევები დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრების მიერ

კორონავირუსის დაავადების გამოჩენამ, ადამიანებში სტრესი და შფოთვა გაზარდა. ძლიერი შფოთვა და შიში ეუფლებათ, როგორც მოზრდილებსა და ბავშვებს, ასევე ასაკით უფროს ადამიანებს. სტრესთან გამკლავება გაგაძლიერებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემომყოფ ადამიანებსაც.
თითოეული ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს სტრესულ სიტუაციებზე. თქვენ როგორ რეაგირებთ ვირუსულ დაავადებაზე, შესაძლოა დამოკიდებული იყოს თუ როგორი განწყობაა ირგვლივ საზოგადოებაში, თქვენს წრეში, რამდენად მძაფრად აღიქვამენ ამას თქვენი გარშემომყოფები ან როგორ გაწვდით ინფორმაციას მედია.
არიან ისეთებიც, ვინც უფრო მკვეთრად რეაგირებენ კრიზისულ სიტუაციაზე. COVID 19-ის მიერ გამოწვეულ სტრესულ რისკ ჯგუფში შემდეგი ადამიანები არიან:

• ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
• ბავშვები და მოზარდები
• ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან COVID-19– ის რეაგირებას. მაგალითად: ექიმები და სხვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ან პირველი რეაგირების პერსონალი.
• ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სირთულეები.
ინფექციური დაავადებისადმი სტრესი შეიძლება შეიცავდეს:
• შიშსა და წუხილს საკუთარი, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ;
• ძილის ან კვების რეჟიმის ცვლილებებს;
• რთულად ჩაძინებას ან კონცენტრირებას;
• ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გაუარესებას;
• ალკოჰოლის, თამბაქოს ან სხვა წამლების მოხმარების ზრდას;

საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე ზრუნვა დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში. დაეხმაროთ სხვებს, რომ გაუმკლავდნენ სტრესს. ამით თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი საზოგადოება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავის მხარდასაჭერად:
• შეწყვიტეთ გავრცელებული ნეგატიური სიახლეების ყურება და კითხვა თუნდაც სოციალურ ქსელში. პანდემიის შესახებ განმეორებით ხშირმა მოსმენამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სტრესი.
• იზრუნეთ თქვენს სხეულზე. ღრმად ისუნთქეთ, მსუბუქად ივარჯიშეთ. შეეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. აუცილებელია გაწონასწორებული კვება, რეგულარული ვარჯიში, ძილი. მოერიდეთ ზედმეტი ალკოჰოლისა და დამამშვიდებელი წამლების მიღებას.
• COVID-19-ის შესახებ სწორი ინფორმაციის გაზიარებით შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომ ნაკლებად სტრესულად იგრძნონ თავი.
• გაიხსენეთ რა აქტივობები მოგწონდათ. დაურეკეთ, დაუკავშირდით სხვებს, ვისაც ენდობით და გაუზიარეთ, როგორ გრძნობთ თავს და მათაც ჰკითხეთ საკუთარი ემოციების შესახებ.

მშობლებისთვის:
ბავშვები და მოზარდები გარკვეულწილად რეაგირებენ იმაზე, თუ რას ხედავენ უფროსებისგან. როდესაც მშობლები და აღმზრდელები მშვიდად და თავდაჯერებულად იქცევიან COVID-19-ის მიმართ, ისინი ამით ბავშვებს საუკეთესო დახმარებასა და მხარდაჭერას უწევენ. მშობლებს შეუძლიათ უყვნენ ეფექტურად დამაჯერებელი და სიმშვიდის მაგალითი გარშემომოფებისა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, თუ ამისთვის კარგად შეძლებენ მომზადებას.

ყველა ბავშვი და მოზარდი ერთნაირად არ რეაგირებს სტრესზე. მოიცავს რამდენიმე ჩვეულებრივ ცვლილებას:
• ჭარბი ტირილი ან გაღიზიანება მცირეწლოვან ბავშვებში;
• დაუბრუნდნენ მავნე ქცევებს, რომლებსაც თავი დაანებეს;
• ზედმეტი წუხილი ან მწუხარება
• არაჯანსაღი კვების ან ძილის ჩვევები
• მოზარდებში გაღიზიანება და ზედმეტი აქტიურობა
• სკოლის დავალების ცუდი შესრულება ან სკოლის თავიდან აცილება
• სირთულე ყურადღების მოკრებასა და კონცენტრაციაში
• წარსულში მიღებული სასიამოვნო გამოცდილებისგან თავის არიდება
• აუხსნელი თავის ტკივილი ან სხეულის ტკივილი
• ალკოჰოლის, თამბაქოს ან სხვა წამლების გამოყენება

ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილის მხარდასაჭერად:
• დრო დაუთმეთ თქვენს შვილთან, განსაკუთრებით თინეიჯერთან საუბარს COVID-19- ის გავრცელების შესახებ. უპასუხეთ კითხვებს და გაუზიარეთ ფაქტები COVID-19– ის შესახებ ისე, რომ თქვენმა მოზარდამა შვილმა მარტივად გაიგოს.
• დაამშვიდეთ თქვენი შვილი, თინეიჯერი. აუხსენით რომ ის უსაფრთხოდაა. აუხსენით, რომ გარკვეული ღელვა დასაშვებია და აუხსენით, როგორ უმკლავდებით თავად თქვენ ამ ბუნებრივ ღელვას.
• შეზღუდეთ თქვენს ოჯახში ნეგატიური სიახლეების გამოფენა, განხილვა. ბავშვებმა შეიძლება არასწორად გაუკეთონ მათ ინტერპრეტაცია და შეიძლება ძლიერად შეშინდნენ.
• შეეცადეთ შეინარჩუნოთ რეგულარული წესები. თუ სკოლები დახურულია, შექმენით სასწავლო გრაფიკი და დასასვენებელი ან სახალისო ღონისძიებები.
• იყავით როლური მოდელი. აიღეთ შესვენებები, გამოიძინეთ, ივარჯიშეთ და კარგად, ჯანსაღად იკვებეთ.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განთავისუფლდნენ კარანტინისგან:
• თქვენი სხვებისგან განცალკევება, თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიქრობს, რომ თქვენ შესაძლოა COVID-19- ს ექვემდებარებოდეთ, შესაძელოა სტრესი აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაშიც თუ დაავადება არ დადასტურდა.

კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ ყველა სხვანაირად გრძნობს თავს. ზოგი გრძნობა მოიცავს:
• შერეულ ემოციებს კარანტინის შემდეგი ფაქტორების ჩათვლით: შიში და წუხილი საკუთარი ჯანმრთელობისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის გამო.
• სტრესი საკუთარი თავის მონიტორინგის ან სხვების მიერ მონიტორინგის მცდელობისას, COVID-19- ის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის გამო
• სევდა, სიბრაზე ან იმედგაცრუება იმის გამო, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ სხვებს თქვენს მიმართ მაშინ, როცა ინფექციური დაავადების რისკის ქვეშ იყავით;
• სევდა თუ როგორ ასრულებდით ამ დროს კარგი მშობლის როლს საკარანტინო პერიოდში;
• ემოციური ან ფსიქიური ჯანმრთელობის სხვა ცვლილებები.

ბავშვებმა შეიძლება ასევე იგრძნონ აღშფოთება ან განიცადონ სხვა ძლიერი ემოციები, თუ თავად ან ვინმე ვისაც ისინი იცნობენ, განთავისუფლებულია კარანტინისგან.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სტრესის, შფოთვის მართვით თქვენს თავს და თქვენს გარშემო ადამიანებს!

*თუ თქვენი მღელვარება სცდება ნორმას და ვერ აკონტროლებთ მღელვარებას, სტრესს, ტრენერთა ასოციაციის მეგობარი-პროფესიონალი ფსიქოლოგი მზად არის თქვენი მხარდაჭერისთვის: ქეთი ჭყოიძე +995 599 91 92 00

სტატიის წყარო: https://bit.ly/2wrczi7

სიახლეები