სწავლების ციფრული ინსტრუმენტები

კორონავირუსის მასშტაბების ზრდისა და გამოცხადებული პანდემიის პირობებში არაერთ ინდუსტრიასა და სფეროს მუშაობის სხვაგვარ ფორმატზე უწევს გადაწყობა. მათ შორის არის ტრენინგ ინდუსტრიაც. მართალია ტრადიციულ ტრენინგს მასობრივი თავშეყრის წერტილს ვერ ვუწოდებთ, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც  რეკომენდებულია ციფრული არხებისა და პლატფორმების გამოყენება, რომელიც სწავლა-სწავლებისა და მუშაობის მოქნილ ონლაინ ინსტრუმენტებს სხვადასხვა სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე გვთავაზობს. ტრენერთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ყველა იმ პრაქტიკულ პლატფორმას, აპლიკაციას, ონლაინ შეხვედრების, ვებინარებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას, რომელიც  დისტანციურად მუშაობას, შეხვედრებისა  და ტრენინგების ჩატარებას კი გაგიმარტივებთ.

  1. https://zoom.us/ – აქტიურად გამოიყენება ონლაინ სწავლების მიზნით. ის კონფერენციებისთვის ერთ-ერთ წამყვან გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს. მობილურითა თუ სხვა ტიპის ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით კი  ტრენინგების, ონლაინ შეხვედრების, ვებინარების, კონფერენციების, ფაილების გაზიარებისა და მობილური სწავლების  მოქნილ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
  2. http://namqy.ge/– საქართველოში შექმნილი დისტანციური Live სწავლების პლატფორმაა, რომელიც ლექტორსა და მსენელებს შორის ორმხრივ კომუნიკაციას გულისხმობს.  პლატფორმით სარგებლობის დროს შესაძლებელია ეკრანისა და სასურველი ფაილების, ჩანაწერების გაზიარება. ასევე, Namqy.ge საშუალებას გვაძლევს როგორც წინასწარ მომზადებული, ასევე ცოცხალი პრეზენტაცია წარვუდგინოთ მსმენელებს. აქვე შექმნათ სამუშაო დაფა და აღვბეჭდოთ მასზე სასურველი ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 555132000 გიორგი კენჭუაშვილი
  3. https://webinars.ge/– საქართველოში დაფუძნებული ვებინარების პლატფორმაა, რომელიც ახალი თაობის ვებინარებისა და ვიდეო კონფერენციების გამართვის სერვისს გვთავაზობს. ციფრული კომუნიკაციის ახალ სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს კი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის აქტიურად იყენებს. საკონტაქტო პირი: ლადო კანდელაკი +995 599 99 20 30; KandelakiL@gmail.com
  1. https://oc.ac.ge/ სასწავლო კურსების ვებ-საცავსა და საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის შექმნილ პორტალს წარმოადგენს. მის მიზანი ხარისხიან,   თანამედროვე განათლებაზე მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პორტალი ისწრაფვის ლექტორების, მკვლევარების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტების, კერძო და საჯარო სექტორის აქტიური ჩართულობით უახლესი ცოდნის სწრაფ და ეფექტურ გავრცელებას.
  2. https://www.gotomeeting.com/en-ie – ასევე შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ ონლაინ შეხვედრების, ვიდეო, მობილური და საკონფერენციო ზარებისთვის, სამუშაო დოკუმენტების გაზიარებისა და ონლაინ ტრენინგებისთვის. მის ძლიერ მხარეს ონლაინ ფორმატში მრავალი მონაწილისა და ვრცელი აუდიტორიის ჩართვა წარმოადგენს. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია გამართული ვიდეო კონფერენციის ჩანაწერის გაკეთება და მოგვიანებით მათი სხვებისთვის გაზიარებაც.
  3. https://www.webex.com/ -პლატფორმა დაცული ონლაინ შეხვედრების, კონფერენციების, კიბერ შეტევებისგან დოკუმენტების უსაფრთხო მიმოცვლისა და ონლაინ გუნდური სამუშაოების ჩასატარებლად სანდო პლატფორმად მიიჩნევა.
  4. http://www.schoolbook.ge/ – სკოლების მიერ ერთ-ერთ წარმატებულად ნაცად პლატფორმას წარმოადგენს. ის დავალებების მიღების, გაგზავნისა და უკუკავშირის მიღების საშუალებას გვაძლევს. მასში ჩაშენებულია ონლიან, ინტერაქციული გაკვეთილების ფუნქციონალიც, რომელსაც ეკრანისა და ჩანაწერების  გაზიარების Live და Post საშუალებებიც აქვს. ასევე, მისი მეშვეობით ელექტრონული საქაღალდეების, კლუბების, ე.წ ჰაუსების, გადახდების, კათედრების მოდულის შედგენისა და მართვის ციფრულ  რეჟიმში შესაძლებლობაც გაგვაჩნია.
  5. https://www.khanacademy.org/ – როგორც სხვადასხვა თემატიკაზე დეტალურად ახსნილ აუდიო-ვიზუალურ გაკვეთილებს, ასევე პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების მიღება- შესრულების მყისიერ შესაძლებლობას გვთავაზობს.

ასევე, თქვენი მიზნებისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ შემდეგი ციფრული ინსტრუმენტები, რომ დისტანციურად  მუშაობა შეუფერხებლად და ეფექტურად შეძლოთ:  Google Hangout, Google Meet, GoToMeeting, Microsoft Teams, Google Classroom.

თქვენ რას დაამატებდით?

სიახლეები