სხვა დროა, სხვანაირი ფიქრია საჭირო

მსოფლიოში 2020 წელს ტრენინგ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა და ტრენინგები ჰიბრიდული მოდელით ან სრულად ონლაინ ტარდება.

საქართველოში სამწუხაროდ, ტრენერთა ასოციაციის გარდა არცერთი სტრუქტურა არ ინტერესდება ამ სფეროში სიღრმისეული კვლევებით, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებით მიმდინარე პერიოდში. სტატიაში გთავაზობთ გლობალურად 2020 წელს ტრენინგ ინდუსტრიაში ყველაზე დიდ გამოწვევებს.

ამერიკაში ტრენინგების მომწოდებელთა 93% ვარაუდობს, რომ Covid-19 მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათზე. მარტის დასაწყისში ტრენინგ ცენტრებს, საკონსულტაციო კომპანიებს გადაწყვეტილება სასწრაფო რეჟიმში უნდა მიეღოთ იმის შესახებ:

  • დალოდებოდნენ მთავრობის დადგენილებებს, თუ როდის გაიხსნებოდნენ;
  • საქმიანობის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ სწვალების ონლაინ ფორმა;

მათთვის, ვინც დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ახლა დროა ორმაგად გაზარდონ  მარკეტინგული ძალისხმევა. ასეთი ტრენინგ ცენტრები, ტრენერები რეალური საფრთხის წინ არიან, რადგან შესაძლოა კომპანიებმა, კლიენტებმა გამოიყენეს კონკურენტის მიერ მოწოდებული ონლაინ სწავლება და კვლავ ვერ გეგმავენ საოფისე გარემოში სრულყოფილ დაბრუნებას. თქვენი 2021 წლის მთავარი ამოცანა შესაძლოა სწორედ გახდეს უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს იფიქრონ განვითარებაზე და არა ტრენინგზე ყოფნით გამოწვეულ რისკზე.

„დღეს მარკეტინგულად ტრენინგ ინდუსტრიაში საუკეთესო იარაღი- აქციები, ფასდაკლებები და უსაფრთხო გარემოს შექმნის მცდელობებია“.

ონლაინ სივრცემ ტრენინგ ინდუსტრიაში ლიდერები ახლიდან გადაათამაშა. მათ ვინც შეძლეს რესურსების გადაწყობა, ინოვაციური მიდგომების შემუშავება, რესურსების რე-ალოკაცია, საკუთარი ნიშის პოვნა, სწრაფადვე დაწინაურდნენ, ხოლო ტრადიციული მიდგომები ვინც დაიცვა და გაჩერდა, დროა დაუბრუნდეს ყველაფრის ახლიდან დაგეგმვას. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეგიძლიათ დაუშვათ, იგივე მესიჯების ტრიალია, რაც Covid-მდე გქონდათ მათდამი, რადგან „სხვა დროა, სხვანაირი ფიქრია საჭირო“. დროა აჩვენოთ დამკვეთს, რომ სიტუაციას გრძნობთ, აკონტროლებთ და უსაფრთხოების დაცვით, რეალობის გათვალისწინებით მოქმედებთ.

ალტერნატიული სწავლების გზები სერიოზული საფრთხე შეიძლება გახდეს ტრადიციული სწავლებისადმი პირისპირ 2021 წლიდან; ტრენინგ ცენტრების დიდი ნაწილი 2021 წელსაც ონლაინ ფორმატში გეგმავს.

ონლაინ სწავლების ფორმა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ მეტად არის გაზრდილი, ამაზე სწრაფი და დიდი ცვლილება ისტორიულად არ დაფიქსირებულა, რომლის გაჩერებაც დღეს შეუძლებელია. ტრენინგ ცენტრების 35% სერიოზულ რისკად აღიქვავს ახალი სწავლების ფორმებს, რადგან მათ მოუწევთ:

აყვნენ ახალ ტექნოლოგიებს ან აკეთონ იგივე, ოღონდ სულ სხვანაირად ანუ მაინც უნდა შეიცვალნონ!

ბევრი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ტრანსფორმაციული და მოქნილი იქნებიან ამ სფეროში ტრენინგ ცენტრები და როგორ გამოიყენებენ რესურსებს კონკურენტებთან შედარებით.

მიუხედავად ონლაინ სწავლების ფორმის ორმაგი ზრდისა, ექსპერტები აფასებენ რომ ადგილზე სწავლებას, ტრადიციული სწავლების ფორმას ვერაფერი ჩაანაცვლებს და ონლაინ ფორმა მხოლოდ დროებითია, მაგრამ ამ დროებითშიც გვირჩევენ, რომ არ გავჩერდეთ, რადგან არ დავავიწყდეთ.

Covid-19-ის დროს გაიზარდა წვდომა მონაწილეებთან, ახალ სეგმენტზე გასვლის შესაძლებლობა და გაიზარდა უფრო მეტად კონკურენცია. კომპანიები მეტ რესურსს დებენ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში ვიდრე აქამდე. ონლაინ გავრცელდა უამრავი ვიდეო, დემო ტრენინგის შესაძლებლობა, უფასო ვებინარები და ათასობით გენიალური რჩევა.

შემდეგი გამოწვევა გახლავთ დროის სიმცირე! დრო ტრენინგ ცენტრების წინააღმდეგ მოძრაობს მუდამ, რადგან მასალა ძველდება, რადგან ტრენერობა უწყვეტი განვითარებაა. ადმინისტრაციული ძალისხმევის ჩადება სულ უფრო აზრს მოკლებული ხდება, ხოლო LMS-Learning Management System-ის გამოყენება სულ უფრო მეტად პრაქტიკული, უკეთესი გზა იმპლიმენტაციისათვის, რომელიც უახლესი კვლევებით ცხადყოფს რომ 70% ადმინისტრაციულ რესურსს ზოგავს.

2020 წლის კითხვა: How to do more with Less?!

სიახლეები