ტრენერთა ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება დაიწყო

ტრენერთა ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას იწყებს არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

2019 წლის 7 ივნისს, ასოციაციასა და არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა;

ღონისძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე მემორანდუმები გაფორმდა ტრენერთა ასოციაციასა და შემდეგ ორგანიზაციებს შორის: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, Growin – გროუინი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი, PR Academy, სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ცენტრი, TLC – Tbilisi language centre, Millennials – მილენიალები, სამედიცინო ტრენინგ ცენტრი, Teamboat, BDO Academy, IDC განვითარების საერთაშორისო ცენტრი,
სატრენინგო ცენტრი SeikoDo•სეიკოდო, ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია, ქოუჩინგის აკადემია, Training Research Consulting Center, მეხსიერების აკადემია, QBQ და საქართველოს NLP სკოლა.
შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაგეგმილი ღონისძიებება და სამომავლო გეგმები. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია არაფორმალურ განათლებაში არსებულ ორგანიზაციებთან კოლეგიალური თანამშრომლობის ფორმატის დაცვა; ხოლო, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი, მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ. 

თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის ვებ-გვერდზე WWW.TRAINUP.GE განთავსდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ტრენინგები და სასწავლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

შეხვედრაზე არსებულმა ორგანიზაციებმა მზაობა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არაფორმალური განათლების სფეროს და ხელს შეუწყობს ხარისხის ზრდას. ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებას დაინტერესებულ მხარეებთან და შემოგთავაზებთ არაერთ საინტერესო და საჭირო ინიციატივას.

სიახლეები