წლის ღონისძიება ტრენინგ ინდუსტრიაში

TICE – Training Industry Conference #Expo 2022

Training Industry Conference #Expo (TICE) კორპორატიულ სასწავლო სამყაროში წლის მთავარი მოვლენაა. TICE-ის მთავარ მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და მათ შორის ღირებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. კონფერენცია #ექსპო2022 არის მაქსიმალურად ინტერაქტიული გამოცდილების პლატფორმა, სადაც Learning and Development-სწავლებისა და განვითარების მენეჯერები და წამყვანი ტრენერები არსებული გამოწვევების გადასალახად ერთიანდებიან.

ტრენინგ ინდუსტრიაში ესაა სრულიად განსხვავებული, უპრეცედენტო გამოცდილება ერთად თავმოყრილი საუკეთესო სპიკერებით, წამყვანი თემებით, ტრენინგ ცენტრებისა და ინოვატორული კომპანიების პირველი საგამოფენო სივრცით.

ტრენერთა ასოციაციის მიერ  წლის ღონისძიება ტრენინგ პროფესიონალებისთვის 2022 წლის 16 აპრილს 12:00 საათზე  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

TICE-ის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთე გაიცნონ ერთმანეთი, გაიგონ ახალ შესაძლებლობების შესახებ ტრენინგ ინდუსტრიაში. საგამოფენო სივრცეში კი შეხვდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებების ხელმძღვანელებს, ერთად განიხილონ და  დაგეგმონ კორპორატიულ სექტორში სამომავლო სასწავლო სტრატეგიები.

ასევე, საქართველოში პირველად მოხდება ტრენინგ ინდუსტრიაში ეთიკის დოკუმენტის ინიცირება. პირველად შედგება  ფართო  მსჯელობა თუ როგორ შეიცვალა კორპორატიული სწავლება 2020 წლიდან და თუ როგორი იქნება მომავლის სწავლება 2030, მისი თანმდევი ტენდენციები & გამოწვევები.

მონაწილეთა რაოდენობა პანდემიური სიტუაციის გამო შეზღუდულია. მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 100-ამდე ორგანიზაციის ტრენინგ ხელმძღვანელი, წამყვანი ტრენერი. ღონისძიების განმავლობაში უსაფრთხოების წესები სრულად იქნება დაცული.

სიახლეები