ჩვენ შესახებ
გაეცანით ტრენერთა ასოციაციას
ჩვენ შესახებ
ტრენერთა ასოციაცია წარმოადგენს პირველ ტრენერთა გაერთიანებას საქართველოში;
ასოციაციის მთავარი დანიშნულებაა არაფორმალური საგანმანათლებლო სფეროს განვითარება;
ორგანიზაციის მიზნები
• ტრენერთა გაერთიანება და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
• საქართველოს მასშტაბით ტრენერებსა და ტრენინგებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
• ტრენერებსა და დამსაქმებლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა მათი შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
• ადამიანური და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით კონსულტირება;
• ბრენდირებული ტრენინგები;
• თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
• ახალი ტრენერების მომზადება და გამოცდილი ტრენერების მიერ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება;
მიზნობრივი ჯგუფები
• ტრენერები;
• ტრენერობით დაინტერესებული პირები;
• პირები, რომლებთაც სურთ ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბება ან სურთ ტრენერების გადამზადება;
• კომპანიები, რომელთაც სურთ შიდა ტრენინგ სისტემის აწყობა /გაძლიერება;
• ტრენინგების და განვითარების სფეროში არსებული აქტიური ჯგუფები;
ასოციაციის მმართველი გუნდი
ასოციაციის გუნდი შედგება პროექტებისა და ტრენინგების მართვის მიმართულებით გამოცდილი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკა არაფორმალური განათლების განხრით და კარგად იციან დარგში არსებული საჭიროებები და გამოწვევები;