გახდი პროფესიონალი ტრენერი | ტრენერთა აკადემია 2026-ის მიღება დაიწყო!

„ტრენერთა აკადემია“ აცხადებს მიღებას ტრენერის მოსამზადებელ პროფესიონალურ პროგრამაზე (TOT – Training of Trainers). პროგრამა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სიღრმისეულ დარგობრივ ცოდნას, გამოცდილებას და სურთ, ეს პრაქტიკა პროფესიონალურ, შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებად გარდაქმნან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი, 2026
  • სწავლის დაწყება: 14 ოქტომბერი, 2026
  • ხანგრძლივობა: 6 კვირა (ინტენსიური კურსი) + ონლაინ მენტორინგი
  • განრიგი: ოთხშაბათი 19:00-21:30 და შაბათი 11:00-14:00
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, “ალტე უნივერსიტეტი”

რეგისტრაცია პროგრამაზე →

აკადემიის მიზანი და ისტორია

ტრენერთა აკადემია ქართულ ტრენინგ-ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა „ტრენერთა ასოციაციის“ ბაზაზე. დღეს ასოციაცია 500-ზე მეტ ტრენერსა და 92 პარტნიორ სასწავლო ორგანიზაციას აერთიანებს.

აკადემიის შექმნის მთავარი მიზანია ტრენინგ-ინდუსტრიის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და კვალიფიციურ კადრებზე დამსაქმებელთა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პროგრამის ოფიციალური მხარდამჭერია „ალტე უნივერსიტეტი“.

ტრენერთა აკადემიის კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით გამოსაშვებ ცერემონიაზე

რას მოიცავს 2026 წლის სასწავლო პროგრამა?

პროგრამა სრულად ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას, სტანდარტებსა და თანამედროვე მოთხოვნებს. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის უნიკალური სინთეზით, სასწავლო კურსი ფარავს შემდეგ მიმართულებებს:

  • თანამედროვე ტრენერის კომპეტენციები და საერთაშორისო პრაქტიკა;
  • ტრენინგის სწორად დაგეგმვა და მოდელირება;
  • ტრენინგის ჩატარების უახლესი მეთოდები;
  • კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აუდიტორიის მართვის უნარების განვითარება;
  • გამოცდებისა და შეფასების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოსთან ადაპტირებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ონლაინ მენტორინგი მოჰყვება, რაც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

აკადემიის ტრენერები

2026 წელს პროგრამას უძღვებიან საქართველოს წამყვანი ტრენერები, რაც მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ მათ პრაქტიკულ გამოცდილებასა და მუშაობის სტილს. აკადემიის ტრენერები არიან:

თორნიკე გურული, თამარ კანაშვილი, ქეთი ჟვანია-ტაისონი, პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ლალი ბადრიძე, ეკა ფრუიძე და ეკატერინე გოგელაშვილი.

ტრენერთა აკადემიის კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე

ვისთვის არის პროგრამა?

პროგრამა განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ დარგში და სურთ, ეს ცოდნა სხვებს პროფესიონალურად გაუზიარონ – იქნება ეს კომპანიის შიდა ტრენერი, დარგის ექსპერტი, HR-სპეციალისტი თუ მენეჯერი. დარგობრივი კომპეტენციის ფლობა სავალდებულო მოთხოვნაა.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი

პროგრამაზე მიიღება მხოლოდ 15 მონაწილე. შერჩევის პროცესი ორეტაპიანია და უზრუნველყოფს მაღალი მოტივაციისა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ჯგუფის დაკომპლექტებას:

  1. სააპლიკაციო ფორმის შეფასება
  2. ორმხრივი გასაუბრება

პროგრამის დეტალები და ადმინისტრაციული ინფორმაცია

„ტრენერთა აკადემიაში“ მიღების პროცესი უკვე მიმდინარეობს. რეგისტრაციის გავლა დაინტერესებულ პირებს 5 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.

6-კვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა 14 ოქტომბერს აიღებს სტარტს. სასწავლო შეხვედრები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს (19:00-21:30) და შაბათს (11:00-14:00) თბილისში, „ალტე უნივერსიტეტში“ (უნივერსიტეტის ქ. №2).

კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები 5 დეკემბერს დაგეგმილ სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე „ტრენერთა ასოციაციის“ სერტიფიკატებს მიიღებენ.

ტრენერთა ასოციაციის კურსდამთავრებულები და ტრენერები საზეიმო ღონისძიებაზე

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქვემოთ მოცემული ღილაკის მეშვეობით. რეგისტრაცია ღიაა 2026 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია 5 ოქტომბრამდე →

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების დასაზუსტებლად დაუკავშირდით პროექტის ორგანიზატორებს:

სიახლეები