
გახდი პროფესიონალი ტრენერი – ტრენერთა აკადემია 2025 იწყება!
როგორ დაიბადა ტრენერთა აკადემიის იდეა და რა არის მისი მთავარი მიზანი?
ტრენერთა აკადემია 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ტრენინგ ინდუსტრიაში. მისი ისტორია ტრენერთა ასოციაციით იწყება, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ ტრენერს, ჰყავს 92 პარტნიორი სასწავლო ორგანიზაცია და წლების განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ შეექმნა საუკეთესო, #1 ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა საქართველოში.
უკვე 4 წელია, რაც ტრენერთა აკადემია პროფესიონალ ტრენერთა სამჭედლოდ იქცა. ჩვენი მიზანია ისეთი ტრენერების მომზადება, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას გააზიარებენ, არამედ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს დაეუფლებიან, რაც მათ კონკურენტუნარიანობასა და წარმატებას უზრუნველყოფს.
აკადემიის შექმნის მთავარი მიზანია საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის განვითარება, მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და დამსაქმებლების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება კვალიფიციური ტრენერების მიმართ.
რა გამოარჩევს ტრენერთა აკადემიას სხვა მსგავსი ინიციატივებისგან?
ჩვენი პროგრამა უნიკალურია, რადგან იგი დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ტენდენციებზე. აკადემიაში ასწავლის 14 გამოცდილი, წამყვანი ტრენერი, ხოლო თითოეულ მონაწილეს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მენტორინგსა და კარიერულ მხარდაჭერას.
ჩვენთან სწავლა არ არის მხოლოდ თეორიული – მონაწილეები რეალურ პრაქტიკას გადიან და იღებენ გამოცდილებას, რაც მათ კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება.
გარდა ამისა, კურსდამთავრებულებისთვის იქმნება პლატფორმა, სადაც ისინი რეგულარულად იკრიბებიან, გამოცდილებას იზიარებენ და ჰყავთ მათ მიერ არჩეული ელჩი, რომელიც პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.
ტრენერთა აკადემია არის სივრცე, სადაც ძლიერდება კავშირები და იბადება ახალი შესაძლებლობები.
რას სთავაზობს აკადემია მონაწილეებს 2025 წელს?
ეს არის სანატრელი და მე ვიტყოდი უნიკალური პროექტი მათთვის, ვისაც სურს გახდეს ტრენერი და თავისი კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანოს –
- სწავლებისა და პრაქტიკის უნიკალური კომბინაცია
- დემო ტრენინგების ჩატარება და უკუკავშირი გამოცდილი ტრენერებისგან
- ტრენინგ დიზაინის შექმნა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ათვისება
- კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აუდიტორიის მართვის უნარების განვითარება
- გამოცდებისა და შეფასების პროცესი, რომელიც ამზადებს რეალურ გამოწვევებისთვის
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
- გასვლითი ვიზიტები კერძო და საჯარო სექტორში
- სერტიფიცირება და აკადემიის კურსდამთავრებულთა ქსელში ჩართვა
- კარიერული მენტორინგი და დასაქმების მხარდაჭერა
როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა და რა კრიტერიუმებით ფასდება მათი აპლიკაცია?
რეგისტრაცია ღიაა 24 აპრილამდე. შერჩევის პროცესი მოიცავს:
- მოტივაციისა და გამოცდილების შეფასებას – კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დარგობრივი კომპეტენცია და ტრენინგ ინდუსტრიაში საქმიანობის სურვილი -მზადყოფნა ცოდნის გასაზიარებლად.
- გასაუბრებას – გვსურს შევარჩიოთ მონაწილეები, რომლებიც აკადემიის რესურსებს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში დანერგავენ და თავის წვლილს შეიტანენ ამ ინდუსტრიის განვითარებაში.
რამდენ ხანს გრძელდება აკადემიაში სწავლა და როგორია პროცესი?
სასწავლო პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:
- 2-თვიანი ინტენსიური, პრაქტიკული სწავლება
- 1-თვიანი ონლაინ მენტორინგი და დასაქმების ხელშეწყობა
ვისთვის არის კურსი და როგორ ხდება რეგისტრაცია?
მას, ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობს, ვეტყოდი – თუ ფიქრობ, რომ მზად ხარ შენი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიარო, მაგრამ გჭირდება თანამედროვე მიდგომები და ეფექტური ინსტრუმენტები, ტრენერთა აკადემია სწორედ შენთვისაა! ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც დაგეხმარება ამ სფეროში ახალ საფეხურზე გადასვლაში. არ გაუშვა ეს შესაძლებლობა და 24 აპრილამდე შეავსე სააპლიკაციო ფორმა, რადგან მიღებას წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვაცხადებთ.
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/fk0Hs
გისურვებთ წარმატებას!
თამარ კანაშვილი
ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტი