Description
საკონსულტაციო კომპანია “სევენთის” დამფუძნებელი, PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ახალ დაარსებული მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დარგის & განათლების ექსპერტი.
ჩატარებული ტრენინგების თემები:
ეფექტური წარდგენის უნარები, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, დროის მენეჯმენტი, ღონისძიებათა ორგანიზება, თვითმენეჯმენტი და მოტივაცია
ენების ცოდნა, რომელზეც შემიძლია ტრენინგების ჩატარება:
ქართული ენა, ინგლისური ენა
რელევანტური განათლება და ტრენინგები:
პიარპრაქტიკოსი, საკონსულტაციო მომსახურება სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვა-ორგანიზების მიმართულებით, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა ორგანიზების პროფესიული სტანდარტის, მოდულური პროგრამის და სტუდენტური სახელმძღვანელოს “ღონისძიებათა დაგეგმვა” ავტორი, ინდივიდუალური და კორპორაციული დაკვეთები სატრენინგო სწავლებისა და მენტორინგის მიმართულებით
რელევანტური სამუშაო გამოცდილება:
2003 წლამდე “ჯიემსიჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2003-2008 წლებში სს “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2008-2011 წლებში ბოულინგცენტრალის მმართველი დირექტორი, 2012 წლიდან დღემდე საკონსულტაციო კომპანია “სევენთის” დამფუძნებელი & დირექტორი, 2015 წლიდან დღემდე PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
აქტიურად ტრენინგებს ვატარებ ამჟამად შემდეგ თემებზე:
წარდგენის უნარები, მოლაპარაკების ხელოვნება, კომუნიკაციის ფსიქოლოგია
კომპანიები, რომელთანაც მითანამშრომლია:
ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლა, ჯიპა, გაუპიარსკოლა, ბიმარკი, კემბრიჯსთადი, PR აკადემიის ბაზაზე: კლინიკა “კანი”, ესთეტიკცენტრი “ნეფერტიტი”, მაკდონალდსი, USAID-ის დაფინანსებით საჯარო სერვის ბიურო, UNICEF-ის დაფინანსებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, GIZ