Description
პრაქტიკოსი ტრენერი 10 წლიანი გამოცდილებით. ტრენიგები სხვადასხვა სფეროს (საბანკო და მიკროსაფინანსო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა), სპეციალობის (ტრენერები, გაყიდვის აგენტები, გაზგასამართი სადფგურის ოპერატორები, ექიმები, მასწავლებლები…) და პოზიციის (წინა ხაზზე მომუშავე რგოლი, სპეციალისტები, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები) წარმომადგენლებისათვის.
ჩატარებული ტრენინგების თემები:
კომუნიკაცია, გაყიდვები, სერვისი, ტრენერთა ტრენინგი, Team Building, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.
ენების ცოდნა, რომელზეც შემიძლია ტრენინგების ჩატარება:
ქართული ენა, რუსული ენა.
რელევანტური განათლება და ტრენინგები:
ფსიქოლოგი (განხრა – სოციალური ფსიქოლოგია), ტრენინგები: ტრენინგი ტრენერებისთვის, გაყიდვები, ეფექტური კომუნიკაცია, სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, პროფესიული განათლების სტუდენტების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.
სამუშაო გამოცდილება:
სს „ბანკი კონსტანტა“ და სს „თიბისი ბანკი“ – ტრენერი; შპს „სუფთა სამყარო“ – პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; შპს „ნეოგაზი“ – ტრენინგებისა და განვითარების კოორდინატორი”; შპს „პროფესიული სერვისების ლაბორატორია“ – დირექტორი; შპს „სფერო ჰოლდინგი“ – კონსულტანტი ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით; სადაზღვევო კომპანია „ირაო“ – კორპორატიული ტრენერი.
აქტიურად ტრენინგებს ვატარებ ამჟამად შემდეგ თემებზე:
გაყიდვები, სერვისი, კომუნიკაცია, სატელეფონო კომუნიკაცია, სატელეფონო გაყიდვები, ტრენინგი ტრენერებისთვის, Team Building, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.
კომპანიები, რომელთანაც გითანამშრომლიათ
მიკროსაფინანსო კომპანია „ლაზიკა კაპიტალი“; სააფთიაქო ქსელი „პე ეს პე“; კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“; თბილისის ცენტრალური საავადმყოფო; კლინიკა „გიდმედი“; მასწსვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, იუსტიციის სახლი, ესთეტიკური ცენტრები: „შაინი“; „მედი“; „ესთეტიკ სერვისი“ და სხვა.