ადამიანური კაპიტალის განვითარების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები

ადამიანური რესურსების განვითარება მუდმივი, გრძელვადიანი პროცესია რომელიც ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად და მასთან თანხვედრაში მიმდინარეობს. დღევანდელმა რეალობამ ეს მიმართულებაც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, გამოწვევის წინაშე დააყენა. ადაპტირება ახალ რეალობასთან მარტივი პროცესი არაა, მით უმეტეს ორგანიზაციებს იმდენ ცვლილებაზე მოუხდათ მორგება, რომ რთულია ყველა ასპექტში თანაბრად წარმატებული იყო. განვითარება დღევანდელ სამყაროში აუცილებელ და ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, სწავლება თითქმის ყოველდღიური მუშაობის პროცესის ნაწილი გახდა. სწავლების სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ყველაზე მიღებული და დანერგილი მეთოდი ტრენინგია. მე გამოვყავი სამი ძირითადი გამოწვევა ონლაინ სწავლების დროს და გთავაზობთ მათი დაძლევის გზებს.

  1. თანამშრომლების ჩართულობა ონლაინ სწავლების ფორმატში
  2. მათი მოტივაციის შენარჩუნება განვითარების მიმართულებით
  3. სოციო-ემოციური სწავლებისა და კოგნიტური სწავლების კომბინირება

გამომდინარე იქიდან, რომ სწავლება ორგანიზაციის განვითარების თანმდევი და უწყვეტი პროცესია, როგორც წესი თანამშრომლები მუდან ჩართულნი არიან ხოლმე ტრენინგების პროცესში, ამ მიმართულების ძირითად გამოწვევა არის ამ ყველაფრის ონლაინ გადატანა. რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა Microsoft Teams, ZOOM, Google classroom და ა.შ. მათ დანერგვამდე სასურველია თანამშრომლებს ჩავუტაროთ ტრენინგები თუ როგორ უნდა გამოიყენონ იგი სასწავლო პროცესში და რა ძირითადი ფუნქციები აქვს ამა თუ იმ პლატფორმას. თუმცა, ალბათ საუკეთესო საშუალება Learning management system-ის დანერგვაა. სწავლების მართვის სისტემა (LMS) საშუალებას გაძლევთ განავითაროთ თანამშრომლების უნარები, მოამზადოთ სასწავლო მასალები, შექმნათ ინდივიდზე მორგებული მოსამზადებელი კურსები. შედეგების ბაზის საშუალებით კი აკონტოლოთ პროგრესი და გააანალიზოთ მიღწევები. LMS აუმჯობესებს თანამშრომლების სწავლისა და უნარების განვითარების პროცესს სასწავლო მასალების შექმნის, გაზიარებისა და მიღწევების მონიტორინგის საშუალებით. Dynamics LMS-ის შესაძლებლობებია:

– ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მომზადება;

– სხვადასხვა ფორმატის სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობა;

– თითოეული თანამშრომლის სწავლაზე დახარჯული დროისა და პროგრესის აღრიცხვა;

– ტრენინგზე დახარჯული დროის მონიტორინგი და Სასწავლო მოდულების ავტომატური დანიშვნა;

– კურსების კატალოგი თვითგანათლებისათვის;

– HTML შეტყობინების დიზაინერი;

– ჩატბოტი დისტანციური სწავლებისა და დროული შეტყობინების მისაღებად;

– წვდომა მობილურის საშუალებით.

მოტივაციის გაზრდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს შემთხვევაში  თანამშრომლების ჩართულობა შეგვიძლია გავზარდოთ სწავლების პროცესში და  სწავლა-სწავლების დანერგვის გზით გავზარდოთ მათი მოტივაცია, მივცეთ საშუალება თვითონ ასწავლონ სხვებს და გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება.

ცოდნის მიღების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს, ესენია კოგნიტური და სოციო-ემოციური. კოგნიტური სწავლების ფორმა ინფორმაციის მიღებაზე და მასზე მუშაობაზეა დამყარებული, რომელიც ონლაინ სწავლებისას შედარებით მარტივია. ძირითადი და მთავარი გამოწვევაა სოციო-ემოციური სწავლება, რაც ეფუძნება თანამშრომლების ემოციებს, გააზრებას, დაკვირვებას და ასე შემდეგ. რაც ონლაინ სწავლებისას შედარებით რთულია, რადგან ვერ ვხედავთ და ვგრძნობთ მონაწილეების ემოციებსა და რეაქციებს. ამ პრობლების აღმოსაფხვრელად პერიოდულად, ორ კვირაში ან თვეში ერთხელ, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შეიძლება შეხვდნენ  ოფისში და ერთმანეთს გაუზიარონ ონლაინ სწავლებიდან მიღებული ცოდნა და იმსჯელონ ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამისად, ონლაინ ჩატარებული ტრენინგების განხილვა და შეჯამება მოხდება პირისპირ შეხვედრების დროს.

ავტორი: ომო ტერტერაშვილი

სიახლეები