ინტერვიუ ტრენერთან – ანდრო დგებუაძე
ანდრო დგებუაძე – „ხან მფრინავი ხან ენდოკრინოლოგი“, „ხან კუბისტი და ხან იმპრესიონისტი“. ჩემი მოტო, სლოგანი – ყველაფერს რასაც ვლაპარაკობ უნდა ემსახურებოდეს მეტამორფოზას. ტრენერობა ნიშნავს სამ რამეს: 1) ვუსმინო ჩემს თავს. 2) მივაგნო რამე საინტერესოს. 3) სხვასაც მოვასმენინო თავის თავი და მივაგნებინო რამე საინტერესოს. ამ სფერომ მასწავლა სხვისი შეგრძნება,ლაპარაკი, კომპლექსებზე გამარჯვება, გაბედულება. გამაცნო უამრავი კარგი ადამიანი.