ინტერვიუ ტრენერთან – რენატა ცომაია

რენატა ცომაია – ფსიქოთერაპევტი, ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი, ფრილანსერი.
დაახლოებით 20 წელი ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან და ვატარებს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: სტრესის მართვა, დროის მართვა, ემოციების მართვა, კომუნიკაცია, მაინდფულნეს ( გაცნობიერებულობა), თიმბილდინგი და ა.შ. ამის გარდა, ვმუშაობ კლიენტებთან როგორც ფსიქოთერაპევტი და როგორც ქოუჩი. ადრე ვფიქრობდი,რომ ტრენინგი-ეს არის სწავლების პროცესი. თუმცა დღეს ჩემთვის კარგი ტრენინგის კრიტერიუმი არის თანამშრომლობა ტრენერისა და ტრენინგის მონაწილეებს შორის, სადაც ტრენერი მხოლოდ პროცესების სტიმულაციას ახდენს, ძალიან მოკლე თეორეული ბლოკებით და რელევანტური პრაქტიკული სავარჯიშოებით მიყავს მონაწილეები თემის ისეთ გაგებამდე,რომ ისინი, თავიანთი ინსაიტებით, თავის მხრივ, ამდიდრებენ და აფართოებენ მოცემულ თემას. უამრავი რამ მაქვს ნასწავლი ჩემი ტრენინგების მონაწილეებისგან და ბედნიერი ვარ,როდესაც ტრენინგზე ხდება ინტელექტუალური და ემოციური გაცვლა, რომელიც სულ სხვა პროდუქტს ქმნის პროცესის ორივე მხარისთვის.

დამწყებ ტრენერებს ვურჩევ შემდეგი ასპექტების გათვალისწინებას: მაქსიმულურად ბევრი ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროდან, ამ ინფორმაციის გადამუშავებას და ტრენინგზე წარდგენას მაქსიმალურად მოკლე, ზუსტ და გასაგებ ფორმაში, მთავარი აქცენტებსი გათვალისწინებით. ტრენინგის პროცესში ტრენერი უნდა იყოს კონცეტრირებული მონაწილის გონებაზე და არა საკუთარი თავის უკეთ გამოჩენაზე.

საკმაოდ მოქნილი ვარ სატრენინგო მეთოდების არჩევანში, და აქ ერთ პრინციპს ვიცავ: მეთოდის შედეგად ტრენინგის მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ შესწავლილი კონცეპციის პრაქტიკული მნივნელობა. დებრიფინგის დროს კი,მონაწილეები, ტრენერთან ერთად, სახავენ საკუთარი განვითარების ნაბიჯებს კონკრეტულ ასპექტში.

დამსაქმებელებს ვურჩევდი მოიძიონ ტრენერის შეფასება წინა დამსაქმებელისგან. დააკვირდნენ ტრენერის ქცევას გასაუბრების დროს. კარგ ტრენერს ახასიათებს რამოდენიმე რამ: კეთილგანწყობა, „კონტაქტში ყოფნის“ შეგრძნება, ასერტულობა, და სტრუქტურირებული მეტყველება.

ვფიქრობ,რომ ტრენერთა ასოციაციას შეუძლია გაზარდოს საზოგადოების ცნობადობა ტრენერებისა და ტრენინგების შესახებ.

ინტერვიუ