ინტერვიუ ტრენერთან – ანდრო დგებუაძე

ანდრო დგებუაძე – „ხან მფრინავი ხან ენდოკრინოლოგი“, „ხან კუბისტი და ხან იმპრესიონისტი“.
ჩემი მოტო, სლოგანი – ყველაფერს რასაც ვლაპარაკობ უნდა ემსახურებოდეს მეტამორფოზას.

ტრენერობა ნიშნავს სამ რამეს: 1) ვუსმინო ჩემს თავს. 2) მივაგნო რამე საინტერესოს. 3) სხვასაც მოვასმენინო თავის თავი და მივაგნებინო რამე საინტერესოს. ამ სფერომ მასწავლა სხვისი შეგრძნება,ლაპარაკი, კომპლექსებზე გამარჯვება, გაბედულება. გამაცნო უამრავი კარგი ადამიანი. დამწყებ ტრენერებს ვურჩევდი არასდროს ასწავლონ ის რასაც თავად არ ეთანხმებიან. ჯერ მიაგნონ, გაითავისონ და მიყვნენ შინაგან ხმას და არა იმას რაც წიგნში წერია.

თავიდან პატარა ბლოკნოტში ჯერ ბულეტებს ვწერდი რაზე მელაპარაკა. მერე მეზარებოდა კითხვა. მერე ტექსტი შევამცირე. მერე იმის კითხვაც დამეზარა. მერე ერთ გვერდზე პატარა სკეჩებს ვაკეთებდი რაც უნდა მელაპარაკა. მერე იმაში ყურებაც დამეზარა. მერე მოუმზადებელი გავდიოდი და ისე ვლაპარაკობდი. მერე ეგეც დამეზარა. ეხლა როცა ვლაპარაკობ, რაღაცას ვალაპარაკებ ჩემში და მე უბრალოდ ვაკვირდები.

ტრენინგის შერჩევისას დამსაქმებლებს ვურჩევდი ეფიქრათ დიდ მასშტაბში – რომ მხოლოდ ტრენინგი არ შველის და რეალურად კულტურა უნდა შეიცვალოს. კულტურა კი არის კულტივაცია. უნდა მორწყა, მზეზე გადგა, სიცივე არ მიაკარო, მაშინ გაიზრდება და გაიხარებს ჩვენი ყვავილებივით. ტრენინგებს და Teambiulding-ებს მარტო მაშინ ნუ ჩაატარებთ როცა გადასტრესილი გუნდი გინებას დაიწყებს.

ტრენერთა ასოციაციის როლი არის პირველ რიგში ის რომ ერთმანეთი უნდა გავზარდოთ და ერთმანეთისგან სწრაფად უნდა ვისწავლოთ (მაგალითად როგორ მარკეტერები აკეთებენ ამას). მეორე, ერთმანეთი უნდა დავიცვათ (მაგალითად როგორც ჟურნალისტები აკეთებენ).

ინტერვიუ