მიმართვის ღია წერილი მთავრობას – ტრენერთა ასოციაციისგან

„ტრენერთა ასოციაცია“ სამუშაო ძალის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომელიც COVID-19-ის ზეგავლენით გამოწვეულ უმუშევართა ზრდის შემცირებას უკავშირება.

ტრენერთა ასოციაცია – ტრენერების ყველაზე დიდი გაერთიანებაა, რომელიც ტრენინგ სფეროში 40-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და 400-ზე მეტ ტრენერს აერთიანებს.

ტრენერთა ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ ორგანიზაციამ მთავრობასთან ერთად ან მთავრობამ დამოუკიდებლად შექმნას უფასო ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც განკუთვნილი იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები.

ინიციატივის მიზანია  – დაეხმაროს სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანურ კაპიტალს, შესთავაზოს ისეთი სწორი პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობა,  რომელიც  მას ხელახალ დასაქმებაში დაეხმარება.

მსგავსი პროექტი უკვე დაწყებულია მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, მაგალითად: ამერიკაში- არიზონაში, ოკლაჰამაში, კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში. ამასთანავე, მსგავსი ინიციატივა უკვე დამტკიცდა და მალე დაიწყება საბერძნეთში, მალაიზიაში, პანამაში, უკრაინასა და უზბეკეთში. ამ მიზნისთვის ამერიკა პლატფორმად Coursera-ს გამოიყენებს, ხოლო საქართველო კი ქართულენოვან, ლოკალურ პლატფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებთან იქნება მორგებული.

მსოფლიოში მოსალოდნელია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც  2.7 მილიარდ ადამიანზე იქონიებს გავლენას. ამერიკის მაგალითზე 26 მილიონი ადამიანი უკვე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. საქართველოში ზუსტად ეს რიცხვი ჩვენთვის ჯერ უცნობია, თუმცა თვალსაჩინოა რომ ის უკვე მაღალი და  მზარდია.

ტრენერთა ასოციაციის ინიციატივით, შესაძლებელია გაეშვას უფასო პლატფორმა, რომელზედაც გაზიარდება დღევანდელ საჭირობებთან მორგებული ხანმოკლე კურსები, რომელიც  ადამიანებს ტექნოლოგიური, ციფრულ უნარების გამომუშავებაში დაეხმარება  და ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილებისთვის მოამზადებს მათ.  ტრენერებთან თანამშრომლობით ასოციაციას გააჩნია ის რესურსები, რომელიც მოამზადებს საქართველოს მოქალაქეებს ციფრული კომპეტენციების შეძენაში. ამასთანავე, შეძლებს, დააბრუნოს სამუშაო ძალა უფრო განვითარებული, სახელმწიფოსა  და კერძო სექტორის სამსახურში.

ტრენერთა ასოციაციის პარტნიორია დამსაქმებელთა ასოციაცია, რომელიც წვლილს შეიტანს  გადამზადებული რესურსებისა და ბიზნეს სექტორის ერთმანეთთან დაკავშირებაში.

„მომავლის პროფესიებისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ დღესვე. პირველ ეტაპზე: E-Commerce-ის, ციფრული მარკეტინგის, დიზაინის, სოციალური მედიის მართვის, კიბერ-უსაფრთხოების, კომპიუტერული განათლების კურსების დაწყებას გთავაზობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებს ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ კანაშვილი.

ტრენერთა ასოციაციას პარტნიორებთან ერთად დასჭირდება უმოკლესი ვადა,  რომ მთავრობას შესთავაზოს მზა გამართული პლატფორმა, რომელიც შეძლებს გადაამზადოს წლის განმავლობაში, პირველ ეტაპზე 10 000-ზე მეტი მოქალაქე  ციფრულ ინდუსტრიაში და აამაღლოს მოქალაქეების კონკურენტუნარიანობა ლოკალურ და  გლობალურ შრომით ბაზარზე.

დღეს საქართველოს სჭირდება პლატფორმა, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. ამისათვის კი ჩვენ მზად ვართ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ დავიწყოთ.

ტრენერთა ასოციაციის  პრეზიდენტი

თამარ კანაშვილი

სიახლეები