ტრენერობა და ქოუჩობა პროფესია არ არის

ალბათ ხშირად გინახავთ მსგავსი შეთავაზებები: „გახდი ტრენერი! შეიძინე ახალი პროფესია!“, „გახდი ქოუჩი, შეიძინე პროფესია!“, „ტრენერთა ტრენინგის“ კურსების ფარგლებში ან ქოუჩის კარიერის არჩევის პროცესში.

ტრენერთა ასოციაცია ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რატომ არ არის ტრენერობა და ქოუჩობა პროფესია.

ტერმინი „პროფესია“ ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს „Profiteor”, რაც ნიშნავს აღიარებას. ეს არის პროცესი, როდესაც ღირებული საქმიანობა იძენს პროფესიის აღიარებულ სტატუსს, რომელიც მეტწილადად კონტროლის მექანიზმის ქვეშ არის და მას  საზოგადოებრივი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება. აღსანიშნავია, რომ ყველა საქმიანობა პროფესია ვერ ხდება, მათ შორის არის ტრენერობა და ქოუჩობა.

დღე, როდესაც ტრენერობა და ქოუჩობა (დავუშვათ) პროფესია იქნება, ეს იქნება დღე, როდესაც მოხდება შეთანხმება ტრენერობის/ქოუჩინგის ერთიან სტანდარტებზე, ერთიან ცოდნაზე,  კრიტერიუმებზე, კვალიფიკაციაზე, ეთიკისა და ქცევის კოდექსებზე და სხვა საჭირო პროცედურებზე ამავე პროფესიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ორივე საქმიანობამ გარკვეულწილად გლობალურად გაირა, მათზე მზარდი მოთხოვნიდან და მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი ტრენინგ/ქოუჩინგის ასოციაციების, პროგრამების სიმრავლიდან გამომდინარე ჯერჯერობით ამის დაშვება იქნებოდა თავად საქმიანობის არსის „რელსიდან გადავარდნა“ და შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები ჯერჯერობით არ დასრულებულა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამის ნებელობა არც არსებობს.

მეორე მხრივ, ამ მიმართულებებით დინამიკის ზრდამ აჩვენა, რომ ტრენერობას და ქოუჩობას ირჩევენ კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერები/დირექტორები, ადამიანური რესურსების დირექტორები, აკადემიკოსები, მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილი/გამოუცდელი პირები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, კონსულტანტები, ფსიქოთერაპევტები, შესაბამისად ავტორი ჰიმლნი და სხვანი გვიზიარებენ საკუთარ პოზიციას, რომ პროფესიული ტრენერობა/ქოუჩინგი იგივეა, რაც ადამიანური რესურსების განვითარების ფართო ასპექტი, დიდი ასპარეზი, ვიდრე ერთი დამოუკიდებელი პროფესიაა.

ტრენერობა/ქოუჩობა ერთი დამოუკიდებელი პროფესია არაა.

ბოლოს კი გასათვალისწინებელია, რომ წამყვანი ორგანიზაციები: (ASTD) ტრენინგებისა და განვითარების ამერიკული საზოგადოება და ბრიტანეთში დაფუძნებული პერსონალისა და განვითარების ჩარტერული ინსტიტუტი (CIPD), ტრენერობას და ქოუჩინგს უყურებენ, როგორც ძირითად როლს HRD-ში ( ადამიანური რესურსების განვითარებაში).

აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებში, სადაც მსოფლიოში ტრენერთა და ქოუჩთა უმრავლესობა მუშაობს, შეერთებული შტატების შრომის არცერთი დეპარტამენტი არ ცნობს ტრენერობას და ქოუჩინგს პროფესიად.

ტრენინგების ინდუსტრია და ქოუჩინგი სხვა მიმართულებებით ვითარდება და მიზნობრივად შორს არის ნამდვილი პროფესიის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან, რადგან ერთის მხრივ მას არ გააჩნია ჰოლისტიკური თეორიული ჩარჩო, რომელიც გამომდინარეობს ჯანსაღი ემპირიული ბაზიდან და არ ეფუძნება აღნიშნული საქმიანობები უნიკალურ ცოდნას და მეორეს მხრივ საქმიანობის მრავალფეროვნებიდან (მრავალწახნახგობიდან) გამომდინარე ამის საჭიროება არ დგას.

სტატია მომზადებულია ტრენერთა ასოციაციის მიერ

წყარო: Coaching: An International Journal of Theory, Research and Practice.  4(1) 4-19.

Journeys towards the professionalisation of coaching: Dilemmas, dialogues and decisions along the global pathway; David E. Gray Professor Management Learning University of Surrey, UK

სიახლეები