ტრენინგების ინდუსტრია რიცხვებში

ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ტრენინგების ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ტრენერთა ასოციაცია მზად არის, ეტაპობრივად მოგაწოდოთ ყველაზე სანდო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული, რეალობასთან ყველაზე მიახლოვებული  კვლევები და შემოგთავაზოთ უახლესი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები:

-რამდენად დიდი ადგილი უკავია ტრენინგების ინდუსტრიას მსოფლიოში, რამდენი იხარჯება ტრენინგების ინდუსტრიაზე?

2018 Training Industry Report-ზე დაყრდნობით მხოლოდ ამერიკაში, ტრენინგების ინდუსტრიაში, რომელიც არ გულისხმობს ფორმალური განათლებისათვის სტიპენდიებს, დაფინანსებებს ან სხვა ინიციატივებს, მხოლოდ ტრენინგებზე დაიხარჯა – 87 მილიარდ დოლარზე მეტი. კვლევა ჩატარდა იმ კომპანიებზე, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. უცნობია, მცირე ბიზნესში დასაქმებულთა, იმ სტრუქტურების სტატისტიკა, სადაც 100-მდე თანამშრომელი მოღვაწეობს.

გლობალურად, მსოფლიოში 2018 წელს ტრენინგებში დაახლოებით 300 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის ბაზარი გაჯერებულია მცირე ზომის კომპანიებით, StartUp-ებით, სწორედ ამიტომ წესით ეს რიცხვი 87 მილიარდს აჭარბებს, გლობალურად კი 300 მილიარდს.

-რატომ ტრენინგები?

(*ტრენერთა ასოციაცია ამაზე ცალკეულ სტატიას შემოგთავაზებთ. ამ კითხვაზე საპასუხოდ ვრცელი სია არსებობს.  ამ შემთხვევაში უბრალოდ ავიღეთ ამ სტატიიდან ერთ-ერთი მცირე კვლევა.)

Middlesex University–ს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც 4 300 თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 74% თვლიდა, რომ ისინი სრულად ვერ აღწევენ თავიანთ სრულ სამუშაო პროდუქტიულობას, ეფექტიანობას – ტრენინგებისა და განვითარებაში არასრულფასოვანი შესაძლებლობების გამო. საშუალოდ 10-დან 7-მა მათგანმა დააფიქსირა, რომ კომპანიაში ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებას დიდი ზეგავლენა აქვს მათ გადაწყვეტილებაზე, დარჩნენ თუ არა კომპანიაში.

ბიზნეს ინდუსტრიაში საშუალოდ 3 ახალი თანამშრომლიდან 1 თანამშრომელი ტოვებს კომპანიას პირველივე წელს, რომლის წასვლით დანაკარგი კომპანიას შეიძლება ჰქონდეს მის ხელფასზე 3-ჯერ მეტი ღირებულების ექვივალენტი.

ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო, შეიძლება ითქვას კომპანიებისთვის საგანგაშოდ დიდი როლი უკავია ტრენინგებს თანამშრომლისთვის სამსახურის დასაწყიში, ე.წ. On Boarding ტრენინგებს.

-როგორი იცვლება ტრენინგების ინდუსტრიის ბიუჯეტი?

შემდეგი წლისთვის, რაც მკაფიოა: ტრენინგების ინდუსტრიაში, ზრდა იგეგმება ონლაინ სწავლებისა და სასწავლო მენეჯმენტის პროგრამული სისტემების მიმართულებით.

ამერიკაში, საშუალოდ დიდი ზომის კომპანიაში ტრენინგებისთვის 19.7 მილიონია გამოყოფილი ყოველწლიურად; საშუალო ზომის კომპანიებში ეს რიცხვი 2.1 მილიონია, ხოლო მცირე ზომის კომპანიაში 355 ათასი დოლარი.   52 % მათგანი ამბობს, რომ ტრენინგებს ბიუჯეტს მეტწილად წინა წელთან შედარებით არ შეუცვლია, 12% ამბობს, რომ შეამცირა, ხოლო 36% მათგანი ვარაუდობს ბიუჯეტის ზრდას.

მოგვწერეთ თქვენი კითხვები და ჩვენ შევეცდებით მათზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

წყარო:

https://trainingmag.com/trgmag-article/2018-training-industry-report/

https://www.shiftelearning.com/blog/statistics-on-corporate-training-and-what-they-mean-for-your-companys-future

https://trainingmag.com/sites/default/files/trn-2018-industry-report.pdf

სიახლეები