10 მაისს ტრენერთა ასოციაციის სასწავლო პროგრამა „ტრენერთა აკადემია“ დაიწყო

10 მაისს ტრენერთა ასოციაციის სასწავლო პროგრამა „ტრენერთა აკადემია“ დაიწყო. კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ კურსს გაივლიან და ტრენინგ საქმიანობისთვის აუცილებელ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს დაეუფლებიან, რათა საკუთარ სფეროებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის ეფექტურად შეძლონ.

კურსი რამდენიმე მოდულისგან შედგება და როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს და ყველაზე აქტუალურ დარგობრივ თემებს აერთიანებს.

მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ: თორნიკე გურულ, ქეთი ჟვანია-ტაისონი, პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, მაიკო ხოსიტაშვილი, ეკატერინე გოგელაშვილი, ომარ ტერტერაშვილი, თიკა იზორია და თამარ კანაშვილი. ტრენერთა პროფაილინგსა და უკუკავშირს კი Headvice Academy – მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი უზრუნველყოფს.

„ტრენერთა აკადემიას“ წელს სოფო შუბლაძის სახელობის სტიპენდიანტი – ანა კუჭუხიძე ჰყავს. სოფო შუბლაძეს ჩვენი სფეროს განვითარებისთვის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამორჩეული წვლილი და ძალისხმევა მიუძღვის.

„ტრენერთა აკადემიის“ გენერალური მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი. სწორედ მის სივრცეში გაიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში კურსი.

#ტრენერთააკადემია

#ალტეუნივერსიტეტი

სიახლეები