3 წარმატებული გზა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების განვითარებას

Global Workplace Analytics- ის თანახმად, აშშ-ს სამუშაო ძალის დაახლოებით 20-25 პროცენტი მინიმუმ ნახევარ განაკვეთზე მაინც მუშაობს სახლიდან, ხოლო სრულ განაკვეთზე მომუშავეთა 80-90 პროცენტი ამბობს, რომ ისინი დისტანციურად მუშაობას ამჯობინებენ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სრულად დისტანციურად მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა 2005 წლის შემდეგ 103 პროცენტით გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია.

👉 აღნიშნული მონაცემების ფონზე კომპანიებისთვის გამოწვევად რჩება, თუ როგორ იზრუნონ დასაქმებულთა სწავლების პროცესზე დისტანციურად, არატრადიციულ სამუშაო გარემოში, ისე რომ თანამშრომელთა ჩართულობა მაქსიმალურად მაღალი, პროცესი კი ეფექტიანი იყოს.
ამისათვის არსებობს სამი ურთიერთდაკავშირებული თემა, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს დისტანციური სამუშაო ძალის მომზადებისთვის: ჩართულობა, თანამშრომლობა და მხარდაჭერა.
აღნიშნული თემები დისტანციურად სწავლისა და განვითარებისთვის საკმაოდ ეფექტურია. ხშირად, ისინი მთავარ გამოწვევებს წარმოადგენენ დისტანციური სამუშაო ძალის მომზადებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებმა ამ წარმატების გზებს საკუთარი სახსრებით უნდა მიმართონ, არსებობს მრავალი პრინციპი, მეთოდი და ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაციებს სწავლების პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ℹ️ ჩართულობა
ჩართულობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ნებისმიერ სასწავლო გარემოში და გავლენას ახდენს მონაწილეთა მოტივაციასა და ძალისხმევაზე. მაგრამ ჩართულობა შეიძლება უფრო რთული იყოს დისტანციურ სწავლებაში, ვიდრე ცოცხალი ტრენინგის დროს. რომ გადავხედოთ დისტანციური სწავლების მიმდინარე მდგომარეობას, როგორც წესი, სწავლების ამ ფორმის გამოყენებისას პროცესი პასიურია. გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა წასაკითხი მასალა, ვიდეო, ლექციები და პრეზენტაციები. განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ დისტანციური სწავლება უფრო აქტიურად ისეთი საშუალებებით, როგორიცაა დისკუსია, დებატები, პრობლემების გადაჭრა და როლური თამაში. სასწავლო პროცესში უფრო აქტიური ღონისძიებების ინტეგრირება ეფექტური საშუალებაა დისტანციურად მომუშავე ადამიანების პროცესში ჩართვისათვის.
ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგია არის სასწავლო ღონისძიებების გადანაწილება ვებ-კონფერენციის, სასაუბრო ოთახის ან ფორუმის გამოყენებით. ეს სტრატეგია არა მხოლოდ ხელს უწყობს მონაწილეთა შორის დიალოგის დამყარებას, არამედ მას ასევე შეუძლია გააძლიეროს ცოდნის შეძენისა, კონცეფციების გაცნობიერებისა და ურთიერთგაგების წახალისების პროცესი.

ℹ️ თანამშრომლობა
თანამშრომლობა ჯანსაღი ორგანიზაციების აუცილებელი მახასიათებელია. კულტურები, რომლებიც ახორციელებენ ინდივიდუალურ, გუნდურ და ფუნქციებს შორის თანამშრომლურ პრაქტიკას, უფრო მარტივად ახერხებენ კომუნიკაციას და აღწევენ საერთო წარმატებას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ტრენინგი აგრძელებს ინდივიდუალური სასწავლო საქმიანობის, შესრულებისა და მიღწევების ხაზგასმას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ტრენინგ პროცესში მიზნის მიღწევა ხდება ინდივიდუალურად. ამ ტიპის ტრენინგის ნორმალური იზოლაციური ეფექტები შეიძლება გამწვავდეს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. გადახედეთ თქვენს სასწავლო გეგმას და დაასახელეთ ის შედეგები, რომლებიც დისტანციური თანამშრომლებისთვის შეიძლება გაუმჯობესდეს მათთან თანამშრომლობის გზით. შეიმუშავეთ ვირტუალური სწავლების გეგმა, რომელიც დისტანციურ და ადგილზე მყოფ თანამშრომლებს გააერთიანებს. შეადგინეთ სასწავლო გეგმა, რომელიც იყენებს გუნდზე დაფუძნებულ სასწავლო მიზნებს და ხელს უწყობს საერთო თანამშრომლობასა და გუნდურობას.
გამოიყენეთ თქვენს განკარგულებაში არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ვებ – კონფერენციები, სასაუბრო ოთახები, სოციალური პლატფორმები ან სხვა საერთო ვირტუალური სივრცეები. დისტანციური და ადგილზე თანამშრომლების ტრენინგის ღონისძიებების გამიჯვნა, შესაძლოა, უფრო ოპერატიულად გამოიყურებოდეს, თუმცა გაითვალისწინეთ ის გავლენა, რასაც ის დისტანციურ პირებზე ახდენს, რომლებსაც უფრო მეტი ინტერაქციის მიღება შეუძლიათ.

ℹ️ მხარდაჭერა
სამუშაო ტრენინგი, ხშირ შემთხვევაში, იწყება და მთავრდება პირდაპირი ან ასინქრონული ფორმალური ტრენინგების სერიებით. მხოლოდ ინსტუქციების გამოყენებით ინდივიდი იშვიათად ახერხებს სწავლების მიზნების მიღწევას. პრაქტიკა, შეცდომების გაანალიზება და ქოუჩინგი – ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც დროთა განმავლობაში უზრუნველყოფს მონაწილეთა წარმატების მხარდაჭერას.
ხშირად, მხარდაჭერა უფრი წარმატებით ხორციელდება არა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, არამედ თანამშრომლებთან და ზედამხედველებთან უშუალო სიახლოვისა და ინტერაქციის გზით, თუმცა ამ ტიპის მხარდაჭერა რისკის შემცველია, ვინაიდან ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში განაგრძობენ დისტანციური კადრების გაზრდას.
აუცილებელია შემუშავდეს მხარდაჭერის სისტემები, დიზაინი და განხორციელდეს მათი ინტეგრაცია სასწავლო გეგმებში. დისტანციური თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნას სტრუქტურული ქოუჩინგის სესიები. ტრენინგის ნებისმიერი სხვა ფორმის მსგავსად, ეს ფორმაც უფრო ეფექტური იქნება, თუ ის შემუშავდება კონკრეტულ და დაკვირვებად შედეგებზე დაყრდნობით. აუცილებელია რომ, პროცესში ჩართული ლიდერები და მწვრთნელები იყვნენ ხელმისაწვდომი და პასუხისმგებელნი დისტანციურად მომუშავე პერსონალისთვის. ონლაინ საშუალებები სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ხოლო იმ მწვრთნელებისა და ლიდერებისათვის, რომელთა გრაფიკი არ იძლევა ამის საშუალებას, საჭიროა შემუშავდეს, სტრუქტურირებული გრაფიკი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.

👉 მიმდინარე პერიოდში და უკვე დაგეგმილი განვითარების გეგმის პარალელურად, გადადგით უკან ნაბიჯი და გადახედეთ თუ რამდენად ეხება ეს თქვენი დისტანციური სამუშაო ძალის სპეციფიკურ საჭიროებებს? თუ არა, მაშინ დაუკავშირდით მათ, მოუსმინეთ მათ საჭიროებებს, პრობლემებს და გაითვალისწინეთ, თუ როგორ შეიძლება ამ ფაქტორების მოგვარება ჩართულობის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით.
დისტანციური სამუშაო ძალის გამოყენებამ და განვითარებამ, ორგანიზაციისთვის შეიძლება უზარმაზარი შედეგების მიღწევა განაპირობოს. ეს იძლევა შესაძლებლობას, გადავაბიჯოთ ტრადიციულ ბარიერებს და ყურადღება გავამახვილოთ სწორი ღირებულებების შეძენაზე.

✅ საბოლოო ჯამში კი ორგანიზაციები სწორედ ადამიანებზე და მათ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მათ წარმატებას ამ ადამიანების ეფექტურობა და სამუშაო პროცესში წარმატებული ჩართულობა განაპირობებს.

წყარო: www.trainingindustry.com

სიახლეები