ტრენერთა ასოციაციასა და  VIP Intellect Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტრენერთა ასოციაციასა და  VIP Intellect Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

VIP Intellect Group-ის გუნდი სასწავლო სფეროში 23 წლიანი გამოცდილებით მრავალპროფილიან საქმიანობას ეწევა. განხორციელებული აქვს ასობით ტრენინგი და სასწავლი პროექტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის გადამზადებას ემსახურება. კომპანია ფარავს ჯანდაცვის, ლოგისტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, ბიზნეს ადმინისტრირების, უცხო ენების, კომპიუტერული ტექნოლოგიების და ფინანსების – სხვადასხვა საცალო და კორპორატიული ტრენინგს, საკონსულტაციო მიმართულებას.

მემორანდუმზე ხელის მოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე ხელს შეუწყობს ერთობლივი მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელებას და უზრუნველყოფს კოლეგიალურ თანამშრომლობას.

მემორანდუმის მიზანია:

  • ინფორმაციის გაცვლა VIP Intellect Group-სა და ტრენერთა ასოციაციას შორის, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, აქტივობების შესახებ;
  • ერთობლივი მიზნობრივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • VIP Intellect Group-სა და ტრენერთა ასოციაციას შორის კოლეგიალური თანამშრომლობა.

ტრენერთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს VIP Intellect Group-ის გუნდს!

სიახლეები