პირველად საქართველოში ტრენერთა აკადემიის სასწავლო პროგრამა გაიხსნა

15 მაისს, პირველად საქართველოში ტრენერთა აკადემიის სასწავლო პროგრამა გაიხსნა. ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში წამყვან ტრენერებთან ერთად სპეციალური 3 თვიანი პროგრამა შემუშავდა.
კურსისათვის კონკურის წესით შერჩეული სხვადასხვა დარგში მომუშავე 16-მდე მონაწილე ინტენსიური გადამზადების პროგრამას გაივლის და ტრენერისთვის საჭირო ცოდნას, კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს დაეუფლება. ტრენინგ ინდუსტრიის წამყვანი ტრენერები: თორნიკე გურული, ქეთი ჟვანია-ტაისონი, მარიკა ნებიერიძე, თათია ტურაშვილი, პავლე თვალიაშვილი, პაატა პაპავა, თამარ კანაშვილი, ომარ ტერტერაშვილი და მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი კურსის განმავლობაში იმ არაერთ საკითხს მიმოიხილავენ, რომელიც თანამედროვე სწავლებისა და განვითარების სფეროში, განსაკუთრებით კი ტრენინგ ინდუსტრიაში ტრენერს წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალად სჭირდება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები საკუთარი ძირითადი საქმიანობის მიმართულებით და არამხოლოდ, ტრენინგის დაგეგმვასა და ჩატარებას დამოუკიდებლად შეძლებენ. საჭირო თეორიულ საკითხების შესწავლის პარალელურად, კურსი პრაქტიკული ნაწილითაცაა გაჯერებული, რომლის ფარგლებში მონაწილეებს აქტიურად მოუწევთ ტრენინგ კომპონენტების დაგეგმვა, შემუშავება და ჩატარება.
ტრენერთა აკადემიის მასპინძელი ახლად გახსნილი მულტიფუნქციური, საერთო სამუშაო სივრცე Alpha Hub • ალფა ჰაბი არის, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს განვითარებაში აქტიურად უჭერს მხარს. ტრენერთა აკადემიის სრული კურსი სწორედ ალფა ჰაბში ჩატარდება.
ტრენერთა ასოციაცია და ტრენერთა აკადემიის გუნდი დიდი მადლობას უხდის ალფა ჰაბს გამორჩეული დახვედრისა და მასპინძლობისათვის.
პროგრამის პარტნიორები არიან: Headvice / ჰედვაისი , ევროპის ბიზნეს სკოლა / European School of Business

სიახლეები