რას ნიშნავს „Grit“ და რატომ არის ის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე IQ?

წლების შემდეგ ალბათ ყველანი შევხვედრილვართ ძველ ნაცნობებს, სადაც ხალისიანი დიალოგის შემდეგ, უნებურად ჩამოვარდნილა საუბარი კარიერულ მიღწევებზე. გქონიათ ცდუნება გაგეგოთ „ვინ, რას შვება?!“

თუ დაკვირვებიხართ, რომ მეგობრულად კარიერული შეჯიბრითი დიალოგის ფონზე სრულიად გაოცებულხართ, იმ ფაქტით რომ ვინც სკოლაში ყველაზე კარგად სწავლობდა, ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი, ვისზეც მთელი სამასწავლებლო ამყარებდა იმედებს, შესაძლოა სულაც არ არის კარიერის ყველაზე დიდ სიმაღლეზე. ადამიანი, ვინც გეგონათ მსოფლიოს შეცვლიდა სკოლის შემდგომ, მან ვერ მიაღწია იმ მოსალოდნელ სიმაღლეებს.  ისმის კითხვა რატომ?!

აღმოჩნდა, რომ ინტელექტი, არ არის ყველაზე მაღალი შეფასების ინდიკატორი წარმატებისთვის.

ფსიქოლოგი ანჟელა დუქვორსის დაკვირვებებით „გამორჩეული წარმატების უკან არ დგას მხოლოდ ცოდნა ან ნიჭი“. წარმატების უკან დგას შეუპოვრობა და საქმისადმი სიყვარული (Passion) რასაც ის უწოდებს „Grit”-ს, ანუ ჟინს.

დუქვორსმა წლები გაატარა, რომ შეესწავლა ადამიანების ქცევები, რომ გაეგო რა ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს წარმატების მიღწევაში.  თავის სტატიაში წერს, რომ ის თავადაც გაოცდა მიღებული შედეგებით. წარმატების უკან არ იდგა „ფრიადები“, არც მხოლოდ მაღალი ცოდნის კომპეტენციები, მეტიც არც დიპლომები წამყვანი უნივერსიტეტებიდან. წარმატების უკან მან ააგო კომბინაცია ბრძოლის, შეუპოვრობის, საქმისადმი დამოკიდებულების ნაზავი.  ჟინი დგას წარმატების უკან – ვკითხულობთ მისი კვლევების დასკვნაში.

ჟინში ის განმარტავს, რომ ეს არის შეუპოვრობა და ბრძოლის გაგრძელების უნარი, ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, მიუხედავად გამოწვევებისა, დამარცხებებისა, დანარცხებისა – გაგრძელების უნარი. უნარი, მუდამ გააუმჯობესო და გააგრძელო.

თავის სტატიაში მან აღნიშნა, რომ ასევე აუცილებელია საქმისადმი დამოკიდებულება, რამდენად აღგაფრთოვანებთ, გიწვევთ ის. წარმატებისათვის აუცილებელია „მოგზაურობა-პროცესი და არა მხოლოდ დამდგარი შედეგი“.  იმედგაცრუების, ტკივილის მიუხედავად ჟინიანი ადამიანები არ წყვეტენ თავის საქმიანობას, მათ სიმტკიცის ძალა არ აძლევთ უფლებას რომ გატყდნენ.

მისი კვლევა აჩვენებს, რომ ბუნებრივად დაბადებული ნიჭიერი ადამიანიც კი ვერ იქნება წარმატების გარანტორი, თუ არა მისი ჟინი. იგი ასეთ ფორმულას გვთავაზობს:

ნიჭი X ძალისხმევაზე (მცდელობაზე)= უნარს;

უნარი X ძალისხმევაზე (მცდელობაზე)= წარმატების მიღწევას;

„ნიჭი ნიშნავს რამდენად სწრაფად შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი უნარები, როდესაც რაღაცაში დებთ ძალისხმევას. მიღწევა ნიშნავს გამოიყენოთ ეს უნარები.

როგორც ხედავთ მცდელობა, ძალისხმევა ფორმულაში ორჯერ მეორდება, სწორედ ამიტომ მხოლოდ ცოდნა და მაღალი ქულები არ შეიძლება წყვეტდეს ადამიანის მომავალს და მისი წარმატების გარანტს. Grit – ანუ ჟინის მაღალი მაჩვენებლები, ასე უწოდებს წარმატების მთავარ ფაქტორს ფსიქოლოგი-მკვლევარი.

რას ნიშნავს ეს სტატია თქვენთვის?! გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ცოდნა, უნარები, არამედ თქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ, თუ რა ძალისხმევას ხარჯავთ ამ საქმეში. რამდენად  ჟინიანი ხართ წარმატების მისაღწევად?! ჩვენი პოტენციალი უსაზღვროდ მაღალია, მაგრამ მეორე საქმეა, როგორ ვიყენებთ ჩვენ- ჩვენს შესაძლებლობებს?!

სტატიის ძირითადი წყარო:

https://www.forbes.com/sites/lisaquast/2017/03/06/why-grit-is-more-important-than-iq-when-youre-trying-to-become-successful/#633812c47e45

სიახლეები