ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით 29 ივნისს კონფერენცია ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ ჩატარდება

ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით 29 ივნისს 12:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველად ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების როლი არაფორმალურ განათლებაში, თუ სად იმყოფება ამ კუთხით საქართველო, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რომელი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაიზიაროს მან  არაფორმალური განათლების სექტორში მეტი წინსვლისთვის.

აღნიშნულ საკითხებზე მიიღებთ უახლეს ინფორმაციას სფეროში მომუშავე ექსპერტებისაგან! შეძლებთ დანერგოთ და გამოიყენოთ უახლესი ინოვაციური ხელსაწყოები არაფორმალური განათლების დარგში! კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან წარმომადგენლები სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც ისაუბრებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე არაფორმალურ განათლებაში საკუთარი სექტორის პერსპექტივიდან.

მოხდება უახლესი პროექტის პრეზენტაცია არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე პირებისთვის! კონფერენციის განმავლობაში თავად შეძლებთ მიიღოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკები, არაფორმალური განათლების სფეროში და გაეცნოთ პრაქტიკულ მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც არაფორმალურ სწავლებაში ინერგება. შეძლებთ დანერგოთ თქვენც!
რეგისტრაცია გახსნილია!

სიახლეები