საქართველოში ტრენერთა პირველი ფორუმი 18 მაისს ჩატარდება!

ტრენერთა ასოციაციის მიერ 18 მაისს ჩატარდება ტრენერთა პირველი ფორუმი, რომელსაც 150ამდე აქტიური ტრენერი დაესწრება.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება: გაიცნონ და შეხვდნენ თავიანთ სფეროში მოღვაწე ტრენერებს, გაცვალონ გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები, მიიღონ უახლესი ინფორმაცია თვით-განვითარებისათვის.
ფორუმს გახსნიან მოწვეული ტრენერები, რომლებიც გაუზიარებენ სტუმრებს თვით-განვითარების შესაძლებლობებს. პანელურ დისკუსიაზე განხილული იქნება- რას ნიშნავს ტრენერობა დღეს. მოწვეული პანელის, ფორუმის წამყვანი ტრენერები: ანდრო დგებუაძე, თორნიკე გურული, პაატა პაპავა, თათია ტურაშვილი, მარიკა ნებიერიძე და სალომე საბელაშვილი.
ფორუმის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნებიან წამყვანი ტრენინგ ცენტრები, რომლებიც ასოციაციის ფარგლებში მომავალ წევრებს შესთავაზებენ დასაქმებას და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას. შედგება ვებ-პლატფორმის – ყველა ტრენინგი და ტრენერი ერთ სივრცეში www.Trainup.ge-ის პრეზენტაცია.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტრენერთა ასოციაციას, მომავალ გეგმებს, წევრების განვითარების პერსპექტივებს და ადგილზევე შეავსონ ორგანიზაციაციაში გაწევრიანების აპლიკაცია.
ტექნოლოგური ინტერაქციის ნაწილშივე გადაწყდება მოხდება ფორუმზე რეფლექსია და გაიხსნება წევრობაზე პრე- განაცხადები.

სიახლეები

კომენტარის დატოვება